Twilight Georgian Fan ! ! !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.


We Love Twilight Saga!!!
 
HomeLatest imagesSearchRegisterLog in
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Latest topics
» tyis shvilebi
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeMon Feb 24, 2014 1:38 pm by Admin

» Twilight Vs Harry Potter
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeSun Jun 16, 2013 4:00 pm by Admin

» აბა თქვენ იცით :*
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeSun May 19, 2013 6:27 pm by gvanca_1Dfan

» ახალი დიზაინი ფორუმს
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeThu May 16, 2013 9:46 am by gvanca_1Dfan

» ქრისტე აღსდგა.
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeMon May 06, 2013 6:46 pm by Admin

» ბინდის გადმოსაწერი ლინკები ქართულად!!!
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeSat May 04, 2013 9:07 am by Admin

» B.F.F // ანუ საუკეთესო მეგობარი !
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeThu May 02, 2013 11:26 am by gvanca_1Dfan

» Ashley Greene vs Zayn Malik
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeThu May 02, 2013 6:41 am by Admin

» იუბილარი მსახიობები...!
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeTue Apr 30, 2013 2:21 pm by Mrs.Overstreet

Poll
მოგწონთ ახალი დიზაინი?
1)კი
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Vote_lcap100%ქართული სიმღერების ტექსტები !!! Vote_rcap
 100% [ 3 ]
2არა
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Vote_lcap0%ქართული სიმღერების ტექსტები !!! Vote_rcap
 0% [ 0 ]
3)კი, მაგრამ ძველი ჯობდა.
ქართული სიმღერების ტექსტები !!! Vote_lcap0%ქართული სიმღერების ტექსტები !!! Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3

 

 ქართული სიმღერების ტექსტები !!!

Go down 
2 posters
AuthorMessage
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 11:57 am

გთხოვთ თემაში შემოსვლისთანავე წაიკითხეთ ეს..

1) ძალიან დიდი თხოვნა იქნება როდესაც სიმღერის ტექსტს დადებთ დააწეროთ ავტორი, სიმღერის სახელი და დანომროთ მერამდენე ტექსტი იქნება ეს.
2) გთხოვთ ტექსტი დაწეროთ სწორად
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 12:07 pm

1. თინა ნიკაბაძე - ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო..
ზაფხულის, ერთი ლამაზი დღე იყო..
შენ რომ დაგინახე და ღამე დაიწყო..
ორად გაიყო, დღისგან გამოიყო..
შებინდდა და უცებ გრიგალი დაიწყო..
მე რომ შემიყვარდი, სიცივე დაიწყო.
და ლამაზი ღამისგან წყვდიადი წარმოიშვა.
მთვარებ ფერებში დილა ჩამალა.
და გათენება უკვე გვიან იყო...
ისევ დაგინახე და ტირილი მომინდა..
ღამისფერ თვალებიდან ცრემლი წამოვიდა..
ლოყაზე ჩამოვიდა.. ნიკაპს დაეკიდა..
რა უცებ გაქრა და ნეტავ სად წავიდა..
შენთან წამოვიდა.. წერილი მოგიტანა
ჩემი სიყვარულის ხელით დაწერილი..
რომ მოვა გეტყვი ვინ გამოატანა..
ნუ გაგიკვირდება და მე თუ ვიქნები..
ნუ მომწერ არ გინდა.. მხოლოდ წაიკითხე ..
პასუხს რომ გნახავ მე თვითონ მივხვდები..
სახეზე გეწერება სიყვარულის ნაწერი..
თუ არ დაწერა და იქვე მოვკვდები..
სახეზე გეწერება სიყვარულის ნაწერი..
თუ არ დაწერა და იქვე მოვკვდები..
ნაინანანანანანანა..
მადლობა ოცნებებს, მადლობა ღმერთს
გეტყვი იმას მე რასაც არ ვწერ
ფიქრებში გართულ მომაკვდავ ერს
ეჭვიანობის სარკმელი კბენს..
ქუჩაში ობლად გამოწვდილ ხელს
ნუ დამანახებ გაგიმხელ მე.
უსამართლობას ნუ მაზიარებ
სხეულს დავუტოვებ მე მკვეთრ იარებს
დიდ სიყვარულზე ნუღარ მოყვები
ვიცი კარს იქით სულ სხვას მიყვები
გზა და გზა ფიქრით უკან ბრუნდები
ვაი თუ დაგრჩეს სხვისი მუზები
მადლობას ვუხდი შეცდომებს დღეს
ვერ გაპატიებ და თავს ვერ ვდებ
ასე მოწყენა თუ შეეძლო მზეს
თვით მთვარეც დათმობდა ოცნებებს ბნელს
არ გეტყვი მე თუ გავიფიქრებ ბევრს
ადიდებულუ მთა წმინდის ველს
სულ მარტო ხოხიალით ავივლი
თუ ეს უშველის დამთავრდეს.
და მერე შევქმნი მე სამყაროს ჩემს.
სადაც დავხატავ მწვანე გზებს
მადლობა ოცნებებს
მადლობა ღმერთს
იქ მაინც ვიტყვი რაც ვერ ვთქვი დღეს..


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 12:16 pm

2. ცეცე - დაბოლილი მხატვარი

ისე მომენატრა დილით შენი სინაზე..
ისევ დილით სასთუმალთან მაგრად გინატრე..
ისევ გამიტაცეს ოცნებებმა წვიმამდე..
ჰოდა მე ვიწვიმებ კვირიდან კვირამდე..

ხედავ ამერია გრძედი და განედი..
არ გეგონოს თამაშიდან ისევ გავედიი..
მაპატიე თუ როდესმე შენგან წავედიი.
მაგის დედაც შეცდომებში მაგრად გავები..

ვესაუბრები ძველის ძველ სურათს..
ფიქრი დღე და ღამე ცა ფეხით ბრუნავს..
ანდა ყველაფერი გულში როგორ დავტიო..
არ მიტირია გიტარას ვუკრავ..

თავისუფლება ჩემს ვნებებს ფარავს..
თუმცა მხოლოდ შენ იცი ეს ლექსი ვისია..
თუკი მე რამე ლამაზი მქონდა..
მე მაგ ხელებისთვის გადამიცია..

შენთვის ავაშენე პატარა ქალაქი..
ოცნებების გზები სიყვარულის გავაბი..
ჰოდა ამ ნახატებს ფერები რომ უხმება..
სადღაც დაბოლილი მხატვარი კი კვდება..

მაპატიე თუ გითხარი მიყვარხარო..
მაპატიე თუ წამომცდა ჩემი ხარო..
ვიცი გამაგიჟებს ცრემლიანი თვალები..
შენ გული დაგეძებს ნუ დაემალები..

სადა ხარ? მერე სადა ხარ?
შენ ხვალ. მერე სადა ხარ?
ვაჩერებ დროს წამებს ვერ ვერევი
დაბოლდი ჩემსავით გაშალე ხელები
ვაჩერებ დროს წამებს ვერ ვერევი
იფიქრე ჩემსავით გახუნდა ფერები.

მე ხომ შენს არსებას ჩემი კერპი ვუწოდე..
მინდა სანთელივით მუდამ შენთვის ვიწვოდე..
ხოდა ქაღალდის გემს ტალღები რომ ასკდება..
უშველე სანამ ის ჰორიზონტს გასცდება..

როცა ჩემს სარკმელთან ცისარტყელა გაჩნდება..
ჩემი კოცნა სინანულით გაგახსენდება,
წვიმის წვეთი მე ვარ ტუჩებზე რომ გადნება
ეს წვიმა შენია სხვას არ ეკარება..

ყოველთვის როცა ცეკვავემ ქარები
შენზე ოცნებობენ ეს უძირო თვალები
იცოდე ზეცას მე კიბეს მივადგამ
ამოვალ იქ სადაც გედები მინახავს

რისთვის დავიწყო დილიდან სიცოცხლე
ხედავ ამ სიყვარულს რა ძალა ქონია
მხრებში გაშლილი მოხუცი ფიქრები
შენთვის მღერიან ასე მგონია..


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 2:30 pm

3. გიბონა - დღეები


დღეები დღეებს მისდევდა
წამი კი ყოველ წამს
დრო გადიოდა ოცნებით
კვლავ ვიტყუებდი თავს
მზეს მთვარე შეყვარებია
ღრუბელს უძირო ცა
მაგრამ ამ გრძნობას ჩემსავით
ვერვინ ართმევდა თავს.
ალბათ ოდესმე შეგხვდები და
გამოგაყოლებ თვალს
შენ კი ჩაივლი ქუჩაში და
არც მოაბრუნებ თავს
აენთე თეთრი ლამპიონები
და ცას მიაღწევს სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერი
გამოუცხადებს სამყაროს თოვას
გაივლის დრო და მოვა ზამთარი.
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას
რომ შემცივდება დაბერავს ქარი
ჩემს გასართობათ არავინ მოვა
შენთვის ყოველთვის ვიმღერებ და
არ დაგავიწყებ თავს
შენ კი ჩემს დაკრულ სიმღერებზე
ხშირად დაუკრავ თაშს.
ღამის ფერები ანათებს კადრებს
განგება ისევ ძალუმად გვამცნობს
ქუჩაში მწვანე აენთო დარდებს
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო
ვიცი ოდესმე შევხვდებით და
გამოგაყოლებ თვალს
შენ კი ჩაივლი ქუჩაში და
არც მოაბრუნებ თავს
გაივლის დრო და მოვა ზამთარი
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას
რომ შემცივდება დაბერავს ქარი
ჩემს გასართობათ არავინ მოვა


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 3:03 pm

4. გიორგი ტიგინაშვილი და მეგი გოგიტიძე - ოცნება


მინდა გაჩუქო ვარდები..
ვიცი რომ შეგიყვარდები..
მინდა გაგათბო მერე გაგაქრო
სიყვარული და ფიქრი გასწავლო

გაჩუქებ ყვავილს წვიმაში გაზრდილს
ჩაგკიდებ ხელს გადავდგამ მთებს
ხელს რომ გაგიშვებ უკან დავიხევ
სადმე დავჯდები ფიქრით დავთვრები

მოვა დრო და ჩემი გახდები
მოვა დრო და შეგიყვარდები

თენდება დილა და გული მტკივა
მარტო ვარ ისევ ფიქრებით ცისკენ
მე შენ დაგარქმევ წვიმას
ჩემს გულში გაზრდილ იას.

პირობას გაძლევ შენთან ვიქნები
და შეგიყვარებ მე შენ გპირდები
და შევიცვლები მე შენ გპირდები

ოცნება მას სულ თან დასდევდა
სიყვარულის ფერები მას არ ასვენებდა
მისი ფიქრები სადღაც შორს წასული
ჰორიზონტს გასული და გადაკარგული მას
არ ასვენებდა
მისი სიტყვები აკორდზე დასმული
ჰორიზონტს გასული და გადაკარგული
მას არ ასვენებდა

მოვიდა დრო გააგდო შორს
გადაუღებლად რატომ არ თოვს?
ცას რომ მოწყდება წვეთები
ვის დაეცემა ვერ ვხვდები და
პატარა ზღაპარი არ მთვარდებოდა
მან კარგად იცოდა რაც მოხდებოდა

მზე დამაქვს ხურჯინით და
დილიდან დილამდე
ღამიდან ღამამდე და კარგო - 4 ჯერ

ოცნება მას სულ თან დასდევდა
სიყვარულის ფერები მას არ ასვენებდა
მისი ფიქრები სადღაც შორს ქასული
ჰორიზონტს გასული და გადაკარგული
მას არ ასვენებდა...


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 3:10 pm

5. ჯგუფი თავისუფალი - მიწვდი მზეს


თენდება დღე. ამოდის მზე..
ოცნების ფერს დავხატავ მე
ჩვენ ეს დღე გვაძლევს სითბოს
და გვართმევს დიდ დროს
ცხოვრების იმ დროს
სიყვარული მიხმობს
მე და დაგანახებ მზეს
სიყვარულს ამდენს
ძალიან ბევრს, იმ ოცნებებს

ეს ჩემი ოცნება, ციდან მოდის საოცრება
მზის სხივი რომ დამეცემა
ჩემი ნატვრა ამიხდება

როდესაც როდესაც ვრჩები მე მარტო ღამით
თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს
რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამით
სხვა საფიქრალი შენს მეტი რა მაქვს
თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში
და შუა ზღვაში ჩავუშვებ ღუზას
რაღაცას ზევით მომივლის თავში
რომელსაც ქვია ლექსების მუზა

ეს ჩემი ოცნება, ციდან მოდის საოცრება
მზის სხივი რომ დამეცემა
ჩემი ნატვრა ამიხდება

და მიყვარდე გიყვარდე გვიყვარდეს
ჩვენ ერთმანეთი
გულის წასვლამდე დაცლამდე
საზღვრების გაცვლამდე
და მიყვარდე გიყვარდე გვიყვარდეს
ჩვენ ერთმანეთი
გულის წასვლამდე დაცლამდე
საზღვრების გაცვლამდე

ჩვენ გავცდებით იმ დროს..
ჩვენ შევიგრძნობთ ამ დღეს..
მე ვიქნები ცამდე
და მივწვდები მზეს..

ეს ჩემი ოცნება ციდან მოდის საოცრება
მზის სხივი რომ
დამეცემა ჩემი ნატვრა ამიხდება


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 3:15 pm

6. მარკუს მეტრეველი - სულ მენატრები

მე სიყვარული მინდა გაჩუქო
ეს ღამე მარტო შენით იწყება
ფიქრი ჩურჩულით ჩემთან საუბრობს
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება..

გული შენით იფერფლება
ჩემს სიყვარულს ვინ მიხვდება
დრო გადის დრო..
ჩემთან ხარ და მენატრები
მიდიხარ და ჩემში რჩები
მინდა გაიგო შენით დაიწყო
ის რაც არ იყო..

შენთან შეხვედრამ..ფიქრი არია..
ჩემს გვერდით ხარ და სულ მენატრები..
რომ არ გიცნობდე სიზმარში გნახავ..
ისევ თავიდან შეგიყვარდები

გული შენით იფერფლება..
ჩემს სიყვარულს ვინ მიხვდება
როგორ გადის დრო..
ჩემთან ხარ და მენატრები
მიდიხარ და ჩემში რჩები..
მინდა გაიგო შენით დაიწყო
ის რაც არ იყო..


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 3:21 pm

7. დავით კენჭიაშვილი - რამდენი მალოდინე

არ იყავ მონატრება.. სულში სახლობდა და.
არ იყავ როგორ მთებს დარდი მათოვდა და..
მოხველ და გული საგულეს დაუბრუნე..

დღეები კვლავ დღეებს ისევ მისდევდა და
ღამეს უშენობით სუსხი მითევდა და
მოხველ და გული საგულეს დაუბრუნე

და მაინც რამდენი მალოდინე
რამდენი თოვლის მოსვლა
რამდენი გაზაფხული
ფიქრებით დაზაფრული
რამდენი შემოდგომა
ნისლებში დაკარგული..

არ იყავ მონატრება.. სულში სახლობდა და..
არ იყავ როგორც მთებს დარდი მათოვდა..
მოხველ და ცხოვრება ხელახლა დამიღირე
და მაინც რამდენი რამდენი მალოდინე..

რამდენი მალოდინე.. რამდენი ღიმი მორჩა..
რამდენი ოცნებები არაგვში დამალული..
რამდენი ზაფხულები ჭრელ-ჭრულად დაქარგული

და მაინც რამდენი მალოდინე
რამდენი თოვლის მოსვლა
რამდენი შემოდგომა ნისლებში დაკარგული
რამდენი ოცნებები ნისლებში დაკარგული.
.


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 3:28 pm

8. გიორგი დათიაშვილი - განშორება

როცა დავრჩები მარტო..
თეთრ ბილიკებს გავუყვები შორს..
შენი სევდიანი თვალები..
მოლოდინით გადაღალა დრომ..

მომიტანა ფიქრები განშორებამ..
ვიცი გული ითხოვს კვლავ ერთად ყოფნას..
დამიბრუნდი მინდა ისევ გიმღერო,
მინდა მაპატიო ყველა შეცდომა..

განშორების გზაზე თეთრად თოვს,
მივდივარ ისევ მარტოდ,
სევდიან ნაკვალევზე
ქარი ეძებს სიყვარულს..
იკარგება ფიქრში დრო..
დამიბრუნდი ვარ მარტო..
გავიხსენოთ ერთად ყოფნის დრო..
ჩემი რომ იყო..

მოვალ ღიმილს გაგითბობ..
სხვა სიყვარულს ვიცი ვერ განდობ..
შენ ხომ ჩემთვის ერთადერთი ხარ..
და ამიტომ ვერასდროს დაგთმობ..

ალბათ გესმის ჩვენი სიყვარულის ხმა..
თოვლის ფიფქი ჩუმად რომ მეფერება..
შენი სილუეტი მოსჩანს შორიდან..
ნუთუ მაპატიე ყველა შეცდომა?

განშორების გზაზე, თეთრად თოვს
მივდივარ ისევ მარტოდ
სევდიან ნაკვალევზე
ქარი ეძებს სიყვარულს
იკარგება ფიქრში დრო
დამიბრუნდი ვარ მარტო
გავიხსენოთ ერთად ყოფნის დრო..
ჩემი რომ იყო.


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 3:33 pm

9. პრინცესები - ლურჯი ფრინველი

თქვი მითხარი.. ცხადი თუ სიზმარი?
ეს სწორედ ის არის.. გულის ხმა ესმის ჩემი
მე და ლურჯი ფრინველი შემოვიფრენთ ცას
ოცნებების ფრინველი აგვისრულებს ნატვრას..

მე მინდა რომ წვიმას ქონდეს ფერები
მე მინდა ფერები წვეთებით ცვიოდეს ზეციდან
მე მინდა მზეს შემოვხვიო ხელები
ლამაზი ბგერები, ნათელი ფერები მეც მინდა..

თითქოს მემალება.. ენთება და ქრება..
ცხადი თუ. სიზმარი..
ოცნება როდის ასრულდება..


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 3:39 pm

10. ნინი ქარსელაძე - ჩემი ქალაქი

ჩემი ქალაქი.. სხვას არ გავს..
ასე მგონია.. ჩემი ტოლია..

აქ მე ყველა მიცნობს.. გული ვერავის თმობს..
ნაცნობ სახეებს ვესალმები..
ძველი აივნების ცქერით დავიღლები..
და ხეებს ვეფარები..

სად გარბიან ნეტავ ქუჩები?
და გზები საით იჩქარიან?
ყველაფერს თვალებით ვეფერები..
მე აქ სიმღერა მიხარია..

არსად ასეთი სიო არა ქრის..
და სხვას არა გავს ჩემი ქალაქი..
ძველია მაგრამ ასე მგონია..
ჩემი ქალაქი ჩემი ტოლია..

ვერისა და ვაკის.. ძველი სოლოლაკის
ნაცნობ ქვაფენილს გავიხსენებ..
მე აქედან ალბათ არსად გავფრინდები
მე აქ სიცოცხლე მიხარია..

არსად ასეთი სიო არა ქრის
და სხვას არა გავს ჩემი ქალაქი
ძველია მაგრამ ასე მგონია
ჩემი ქალაქი ჩემი ტოლია..

ბედი გაგიღიმებს ასე მგონია
გული სიმღერას აჰყოლია
არვიცი რატომ არ ვიცი რატომ
მე მემღერება მარტო

არსად ასეთი სიო არა ქრის
და სხვას არა გავს ჩემი ქალაქი
ძველია მაგრამ ასე მგონია
ჩემი ქალაქი ჩემი ტოლია


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 3:49 pm

11. 33ა - დრო დროზე ჩქარა მიქროდა.

დრო დროზე ჩქარა მიქროდა..
დრო არაფერზე ფიქრობდა
ფიქრი რად უნდა დროს
დროს როცა უნდა თოვს

სიყვარული თუ გაქრება
მზე იტირებს და ჩაქრება
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
გაჩერდება დრო.

დრო დროზე ჩქარა მიქრის..
დრო აღარ გვაქ ჩვენ ფიქრის.
ერთად თუ არ ვართ დღეს..
ხვალ შენც გაქრები და მეც.

სიყვარული თუ გაქრება.
მზე იტირებს და ჩაქრება..
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
გაჩერდება დრო..


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 3:57 pm

12. ბერა ივანიშვილი - დედა

სიყვარულზე ლაპარაკობ მაშინ როცა არ გიყვარს..
მინდა ვიმღერო ის რაც დღემდე არ მითქვამს.
ოცნება წამიყვანს შორს..
დავხუჭავ თვალებს ვიხსენებ დროს..

ყველაზე ლამაზი ბავშვობა მაჩუქეს..
23 დეკემბერი ველოდები საჩუქრებს..
მითხარით რა შეცვლის იმ ნამცხვრის სიტკბოს..
რა შეცვლის შეკრული ოჯახის სითბოს..

იცის როცა მიჭირს..იცის როცა მცივა
რაც არ უნდა ვქნა იცის როცა მტკივა..
და როცა ვიმარჯვებ, ვიმარჯვებთ ერთად..
ხანდახან ცრემლებსაც ვიკავებთ ერთად.

იმედია ზედმეტად არ გტკენდი..
ხანდახან ვჩხუბობდი, გაკვეთილებს ვაცდენდი,
გავჩერდი ბოლო ფრაზა არ მომდის
როგორ ვთქვა რომ მიყვარხარ
ეს სიტყვაც კი არ მყოფნის..

ყოველ წამს ჩემს გვერდში დგას.
ვგრძნობ შენს თავს.

სულ მინდოდა სულ სხვა ვაგიჟებდი ჩემებს
სწავლა დაიწყო ყველა მეძებს
დავალების მაგივრად ვწერდი ლექსებს
არ ავიღე დიპლომი ჩამოგიტანთ გრემებს

თავიდანვე მარტო თქვენ მიგებდით
ირგვლივ ყველა იცინოდა ცხოვრობნენ წიგნებით
ამ გრძნობას ვერ გადმოვცემ სიტყვებით
ნახე სად ვარ დღეს ნახე ხვალ სად ვიქნები

მახსოვს ყველაფერი სად და როგორ დაიწყო
მაშინ შოუბიზნესი არ იყო. ვიყავი ვარსკვლავი
ოჯახი ჩემი პატარა ცდა იყო...
პირველი ფანი ჩემი პატარა და იყო..

კლასის ფანჯრიდან ცხოვრება მოკლე არ ჩანდა
ერთი სულის შებერვით დრომ ყველა გაგვფანტა
სიყვარულით გამზარდა და 9 თვე მატარა
ვინც არ უნდა გავხდე ვიქნები მისი პატარა..


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeFri Mar 29, 2013 4:02 pm

13. მგზავრები - გაიღვიძა ბუნებამ
გაიღვიძა ბუნებამ.. და გამოჩნდა ნაპირი
იმ ნაპირზე ნავია ჩემი გამოგზავნილი..
ნავზე თეთრი თოლია.. ფიქრებს გამოჰყოლია
ჰარმონია ბუნების სრული მელანქოლია
მებადური ზღვაშია მისი ბადე წყალშია
ყურს არ უგდებს არავის ის თავის სტიქიაშია

გაიღვიძა ბუნებამ და გამოჩნდა ნაპირი
იმ ნაპირზე ნავია ჩემი გამოგზავნილი..
მეთევზე, ნავი, ბადე, თოლია
ზღვა, ცა, ნაპირი ჩემი მგონია
წუთები წამებს ვეღარ ეწევა
ვერც დაეწევა ასე მგონია
ღრუბელი ღრუბელს თუ დაეჯახა
ვერც ცაც ეწევა ასე მგონია..

გაიღვიძა ბუნებამ.. და გამოჩნდა ნაპირი..
იმ ნაპირზე ნავია. ჩემი გამოგზავნილი..
გაიღვიძა ბუნებამ.. და გამოჩნდა ნაპირი
იმ ნაპირზე ნავია.. ჩემი გამოგზავნილი


სიმღერის ლინკი:
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitimeThu Apr 11, 2013 9:28 am

aqedan umravlesobaa vici da miyvaars
Back to top Go down
Sponsored content





ქართული სიმღერების ტექსტები !!! Empty
PostSubject: Re: ქართული სიმღერების ტექსტები !!!   ქართული სიმღერების ტექსტები !!! Icon_minitime

Back to top Go down
 
ქართული სიმღერების ტექსტები !!!
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
Twilight Georgian Fan ! ! ! :: სხვადასხვა თემები: :: საყვარელი მომღერალი და სიმღერა-
Jump to: