Twilight Georgian Fan ! ! !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.


We Love Twilight Saga!!!
 
HomeLatest imagesSearchRegisterLog in
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Latest topics
» tyis shvilebi
Together? Forever. ♥ Icon_minitimeMon Feb 24, 2014 1:38 pm by Admin

» Twilight Vs Harry Potter
Together? Forever. ♥ Icon_minitimeSun Jun 16, 2013 4:00 pm by Admin

» აბა თქვენ იცით :*
Together? Forever. ♥ Icon_minitimeSun May 19, 2013 6:27 pm by gvanca_1Dfan

» ახალი დიზაინი ფორუმს
Together? Forever. ♥ Icon_minitimeThu May 16, 2013 9:46 am by gvanca_1Dfan

» ქრისტე აღსდგა.
Together? Forever. ♥ Icon_minitimeMon May 06, 2013 6:46 pm by Admin

» ბინდის გადმოსაწერი ლინკები ქართულად!!!
Together? Forever. ♥ Icon_minitimeSat May 04, 2013 9:07 am by Admin

» B.F.F // ანუ საუკეთესო მეგობარი !
Together? Forever. ♥ Icon_minitimeThu May 02, 2013 11:26 am by gvanca_1Dfan

» Ashley Greene vs Zayn Malik
Together? Forever. ♥ Icon_minitimeThu May 02, 2013 6:41 am by Admin

» იუბილარი მსახიობები...!
Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 30, 2013 2:21 pm by Mrs.Overstreet

Poll
მოგწონთ ახალი დიზაინი?
1)კი
Together? Forever. ♥ Vote_lcap100%Together? Forever. ♥ Vote_rcap
 100% [ 3 ]
2არა
Together? Forever. ♥ Vote_lcap0%Together? Forever. ♥ Vote_rcap
 0% [ 0 ]
3)კი, მაგრამ ძველი ჯობდა.
Together? Forever. ♥ Vote_lcap0%Together? Forever. ♥ Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3

 

 Together? Forever. ♥

Go down 
3 posters
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeWed Apr 03, 2013 1:00 pm

mokleed Es Aiirs Zaaaliaan Magarii Motxrobaa Me Dzalian Momoons,Chemi Dawerili araa :DD Imedia mOgewonebat er aris pirveli tavi xo da tu gindat gavagzeleb tu arada ara :X
Kasti:
Spoiler:


Spoiler:
1 თავი.

– სოფიი გაიღვიძეეე.. მალეე გოგო გაიღვიძეეეე.. (დაიწყო დილიდან ბუზღუნი ლუსიმ)
– რომელი საათიაა??
– 10 საათი სრულდება..
– ვერ ხაარ შეენ? ამ დროს შუა ძილში ვარ გოგო..
– დღეს სტუმრები გვყავს და ვერ იძინებ.. დროზე ადექი...
– ვინ სტუმრები?
– one direction
- ეგ რაარის?
– იდიოტი ხარ... ბიჭების ბენდია.. არა და კაცმა რო გკითხოს სიმღერა გიყვარს..
– აუ დამაძინე რაა..
– ადექი დროზე და მოწესრიგდი, ბიჭები წუთი წუთზე მოვლენ..
– ტვინიწაიღეე რა.. (ზანტად ავდექი საწოლიდან და სააბაზანოში შევედი)

მოკლედ მე ვარ სოფი,19 წლის. ძალიან მხიარული და ლაღი გოგო ვარ, ყოველშემთხვევაში სხვები ასე ხედავენ, არა და გულის სიღრმეში ძალიან სევდიანი და დარდიანი ვარ,მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერავინ ამჩნევს,ხანდახან ლუსისაც კი უჭირს ამის დანახვა. ლონდონში ვცხოვრობ, ჩემს ლონდონელ დაქალთან. ქართველი ვარ. მშობლები პატარა ვიყავი რომ დამეღუპნენ, ბებო და ბაბუ მზრდიდა, 16 წლის ვიყავი რომ დაიღუპნენ და ლუსისთან გადმოვედი. ძალიან თბილი გოგოა, მართალია ბუზღუნი უყვარს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს, ჩვენ ხო დებივით ვართ.. ლუსი წარმატებული მოდელია, ამიტომ ვარსკვლავებდათ კოტაკტი აქვს, ზოგთან ახლო მეგობრობაც აკავშირებს, როგორც One Direction- თან. სიმართლე გითხრათ სულაც არ ვარ ამ ბიჭების დიდი მოყვარული, მაგრამ რა ვქნა, ლუსის მეგობრები არიან და მეც კარგად უნდა მივიღო.

მოვწესრიგდი, ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, ბიჭები უკვე მოსული იყვნენ. ყველას მივესალმე,მერე ლუსიმ სათითაოდ ჩამომატარა და ყველა გამაცნო, ერთის გარდა.. სამზარეულოში შევედი (ჭამა ძალიან მიყვარდა), და უცებ ბრახუნი გავიგონე, მაცივრისკენ გავიხედე, ერთი ბიჭი ქვემოთ ეგდო და თავზე უამრავი საჭმელი ეყარა, სიცილი ვერ შევიკავე.

– რატო დამცინი??
– ჩემ საჭმელს რომ იპარავ მაგიტო მოგივიდა ეგ. (უარესად გამეცინა)
– არ მომიპარია, ლუსიმ მითხრა შეგიძლია ჭამოო.
– მოვკლავ ლუსის.. ადექი მოგეხმარები.
– მე ნაილი ვარ, ბენდის ერთ–ერთი წევრი.
– სასიამოვნოა ნაილ...
– საჭმელს გამიყოფ?
– როგორც ვატტყობ არცერთი საჭმელი აღარ ვარგა, ყველაფერი ძირს ყრია, ასე რომ საჭმელს ვეღარც მე შევჭამ და ვეღარც შენ..
– ეეეეეეეეე არა და როგორ მინდოდაა..
– მეც მინდოდა.. :D

მისაღებში გამოვედით, ლუსი და ბიჭები რაღაცას ლაპარაკობდნენ..

– საჭმელი აღარ არიი.. (დაიწუწუნა ნაილმა)
– რააა?? სულ შეჭამეე ბიჭოო? (დაიძახა გაკვირვებით ლიამმა)
– არა ბიჭო.. თავზე გადავიყარე...
– არ გამიკვირდება ეგ რო გექნა.. (აყვა ლუი)
– უკაცრავად ბიჭებო მაგრამ ერთხმად ბუზღუნს ჯობია რამე მოვიფიქროთ, ძალიან მშია და სამწუხაროდ თქვენმა მეგობარმა არაფერი არ დამიტოვა... (ავწუწუნდი)
– მაღაზიაში გადით ვინმე.. (ლუსი)
– კარგიი, მე წავალ, თან გავისეირნებ... (მე)
– მეეც წამოვალ, თან დანიელს დავურეკავ.. (ლიამი)
– რა პრობლემაა..

სანამ მაღაზიაში მივიდოდით ლიამმა დანიელს დაურეკა, მერე ჩვენ დავიწყეთ საუბარი..

– აბაა, მომიყევი რას საქმიანოობ.. (ლიამი)
– მეე?? ვუსაქმურობ (გავუღიმე)..
– ეგ როგორ გავიგო? (გაეცინა)
– აიი როგორ და არაფერს არ ვაკეთებ...
– ეგ ცუდია..
– კარგი, მთლად ეგეთიც კი არ ვარ... სიმღერებს ვწერ, ადრე ბალერინა ვიყავი მაგრამ სამწუხაროდ თავის დანებება მომიხდა.
– რატოო?? ეგ ცუდია..
– საქართველოში რომ ვცხოვრობდი,მაშინ ვიყავი ბალერინა, მერე აქეთ გადმოსვლა მომიხდა და ბალეტსაც თავი დავანებე..
– საქართველოში? არ ხარ აქაური? ეგ სად არის?
– ძალიან შორს...
– ააა.. რომ მღერი ეგ კარგია..
– მადლობა...

ამასობაში მაღაზიაშიც მივედით... ბევრი რაღაცეები ვიყიდეთ, მე სიგარეტიც ავიღე რათქმაუნდა.. (სამწუხაროდ მოწევა ლონდონში რაც გადმოვედი მის მერე დავიწყე და ჯერჯერობით ვერ გადავეჩვიე).. გარეთ რომ გამოვედით ლიამის პირველი რაც მითხრა ეს იყო

– რომ ეწევი ეგ ცუდია...
– ვიცი ხოო...
– არ გინდა თავი დაანებო?..
– ჯერჯერობით არ მყავს გვერდით ისეთი პიროვნება ვის გამოც თავს დავანებებ, და ასე უბრალოდ ძნელია თავის დანებება..
– გასაგებია... შეყვარებული გყავს??
– არა, არ მყავს.. შენ როგორც მივხვდი გყავს..
– ჰოოო, ჩეემი დანიელი...
– ძალიან კარგია, მაგას რა ჯობია..

სახლში მივედით, ბევრი ვჭამეთ, მერე რაღაც კინოს ვუყურეთ, და საღამოს ბიჭებიც წავიდნენ... ხუთივე ძალიან მომეწონა, სასიამოვნო პიროვნებები იყვნენ... ძალიან დავიღალე და შესასვლელში დივანზე წამოვწექი..

– ყავას არ დალეევ სოფ? (გამომძახა სამზარეულოდან ლუსიმ)
– აუუ კიი ლუუს...

ცოტა ხანში გამოვიდა... ყავა მომაწოდა და მკითხა..

– აბა რომელს დაადგი თვალი?
– რააა??
– რომელი მოგეწონა??
– გაგიჟდი?
– რაიყო გოგო, 19 წლის ხაარ და ჯერ არავინ გყვარებია.. გულქვა ხო არ ხაარ??
– ჯერ არ გამოჩენილა ჩემი პრინცი და იმიტომ..
– მგონი ჯობია მულთფილმების ყურებას მოეშვა და გამოფხიზლდე.. ბავშვი აღარ ხარ...
– ნუ ბუზღუნებ.. მაგ დროს არ მიყვარხარ..
– დავიჯერე ხო იცი...
– ხო კარგი კარგი რა გჭირს..
– იმედი მაქვს მალე შეგიყვარდება ვინმე..
– ასე ძალიან გინდა აქედან რო წავიდე?
– იდიოტი ხაარ რაა სოფი, იდიოტი...
– ნუ ბუზღუნებმეთქი 90 წლის დედაბერივით.. (დავეჭყანე და ლოყაზე ვაკოცე)
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeWed Apr 03, 2013 2:37 pm

One Direction
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeWed Apr 03, 2013 2:45 pm

mogwons tu ara?
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeWed Apr 03, 2013 3:08 pm

kii gagrdzelee
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeWed Apr 03, 2013 4:30 pm

Spoiler:
2 თავი.

რომ გავიღვიძე 12 საათი სრულდებოდა.. ქვემოთ ჩამოვედი, ლუსი სამზარეულოში იყო ყავას სვავდა და ხელში პეჩენია ეჭირა. ჩუმად მივეპარე და პეჩენიაზე ვუკბიჩე.

– რა საზიზღარი ხაარ სოოფი (ლუსი)
– შეენი საზიზღარიი გოგო (დავეჭყანე, მივედი და ლოყაზე ვაკოცე)
– დღეს წვეულებაა, შენც უნდა წამოხვიდე..
– მეე? მე რა მინდა შენი მოდელების წვეულებაზე?
– მარტო მოდელები კი არ იქნებიან, მომღერლებიც, ბიჭებიც იქ იქნებიან.
– კაი რაა, მეზარებაა..
– გთხოოვ.. და ნუ მაწყენინებ..
– ჰო კარგი ჯანდაბას ჩემი თავი..
– როგორ მიყვარხაარ დაოოო ♥ (ფეხზე წამოხტა,ჩემთან მოირბინა და მაგრად ჩამეხუტა)
– კაიი ნუ გამჭყინტავ ..
– ყველაზე მაგარი გოგო ხარ!
– ვიცი..
– წამო მაშინ მაღაზიები დავიაროთ, კაბები ავარჩიოთ..
– რა პრობლემაა...

საყიდლებზე სიარული ძალიან მიყვარდა, ამიტომ სიხარულით დავთანხმდი.. ძალიან ბევრი მაღაზია მოვიარეთ, ბოლოს და ბოლოს ორი კაბა ავარჩიეთ. ისე გავერთეთ საყიდლებში ვერც კი გავიგეთ როგორ მოსაღამოვდა..

– ვაიმეე სოოფ.. დაღამდაა..
– მერე?
– დაგვაგვიანდება.. მალეეე

ხელი მომკიდა და მანქანისკენ გამაქანა.. სახლში უცებ მივედით და მაშინვე კაბების ჩაცმა დავიწყეთ..

ლუსი:
Spoiler:
მე:
Spoiler:
თითქმის ნახევარი საათით დაგვაგვიანდა, როგორც იქნა მივაღწიეთ.. იქაურობა საოცრად ლამაზი იყო
Spoiler:
ლუსიმ თავისი მოდელები და მეგობრები გამაცნო. მერე ბიჭებიც გამოჩდნენ. დანიელი, ელეანორი, პერი და ტეილორიც ახლდათ. ყველა ძალიან კარგ დროს ატარებდა, მაგრამ მე რატომღაც მოწყენილი ვიყავი, ალბათ იმიტომ რომ მარტო ვგრძნობდი თავს. მეორე სართულზე ავედი და ოთახების თვალიერება დავიწყე. ერთერთ ოთახში დავინახე რომ დიდი თეთრი როიალი იდგა, საოცრად მომინდა დამეკრა და მემღერა, ჩემს ხმას მაინც ვერავინ გაიგებდა. ოთახში შევედი და როიალთან დავჯექი, დაკვრა დავიწყე.
" https://www.youtube.com/watch?v=LOQf9u4_72w "
მთელი განცდით ვმღეროდი, ძალიან მსიამოვნებდა სიმღერა ♥ რომ მოვრჩი ავდექი და გასვლა დავაპირე მაგრამ შეშინებულმა შევიკივლე. კარებში ლიამი იდგა.

– ლიამ, როგორ შემაშინე..
– მაპატიე, არ მინდოდა.. ქვემოთ გეძახიან, ეს უნდა მეთქვა მაგრამ ისე მომეწონა შენი ნამღერი ვეღარაფერი ვთქვი..
– მადლობა.. (გავუღიმე და თავი დავხარე)
– აქ რატო ამოდი?
– რავიცი, ქვემოთ მომწყინდა..
– წამო რა მოიწყინე, ახლა ვიწყებთ გართობას..

ხელი ჩამკიდა და ქვემოთ წამიყვანა. რომ ჩავედით დანიელმა რაღაცნაირად შემომხედა, მაშინვე მივხვდი რომ იეჭვიანა და ლიამის ხელი ცივად მოვიშორე, გაოცებულმა გამომხედა ლიამმა მაგრამ ცოტა ხანში ისიც მიხვდა და გამიღიმა, მერე დანიელთან მივიდა და შუბლზე აკოცა.

მართლაც კარგად ვერთობოდით, ვცეკვავდით, ვიცინოდით, ვსვავდით.. ვგრძნობდი რომ ეს ბიჭები ნელ–ნელა მიყვარდებოდა..

დამშვიდობების დროს ბიჭებს ჩავეხუტეთ, გოგოები გადავკოცნეთ და მანქანაში ჩავჯექით, ფანჯარა ჩამოვწიე და ჩემდაუნებურად ლიამს გავხედე, თვითონაც შემომხედა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მეც გავუღიმე და მანქანაც დაიძრა.. გზაში ლუსიმ დამაყარა შეკითხვები..

– აბა ვინ მოგეწონა?
– ნუ დაიწყებ, გთხოვ!
– ვინ მოგხიბლა?
– ლუსი..
– ვინმეს არ მიუქცევია შენი ყურადღება გოგო??
– ნუ შემჭამეე.. როცა ვინმე მომხიბლავს აუცილებლად გეტყვი..
– ბიჭებზე რას იტყვი?..
– ძალიან თბილები და კარგები არიან.. ხუთივე ნელ–ნელა მიყვარდება..
– ვიცოდი რომ ეგ ბიჭები მოგეწონებოდა..

სახლში რომ მივედით აღარაფრის თავი აღარ გვქონდა ამიტომ ორივე ჩვენ ოთახებში შევედით და
დავიძინეთ.
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeSat Apr 06, 2013 11:49 am

ratom ar agrdzeleebb???
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeSat Apr 06, 2013 11:49 am

ratom ar agrdzeleebb???
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeSat Apr 06, 2013 12:24 pm

ravi megona aravin kitxulobda.davdo?
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeSat Apr 06, 2013 12:26 pm

mee vkitxullob kaacoo
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeSat Apr 06, 2013 12:26 pm

Dadee Aba Ra Unda Qnaa :)))
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeSat Apr 06, 2013 12:28 pm

kai exlave
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeSat Apr 06, 2013 12:30 pm

Spoiler:
3 თავი.


დილით რომ გავიღვიძე, პირდაპირ ქვემოთ ჩამოვედი, ლუსი უკვე წასული იყო, სახლში მარტო ვიყავი. ვჭამე და კომპიუტერთან დავჯექი. შემთხვევით ჩემი ბავშვობის სურათები ვნახე, ყველაფერი ერთდოულად მომაწვა, მომენატრა დედა,მამა,ბებო,ბაბუ,საქართველო, ბავშვობა, ბედნიერება.. ყველაფერი ერთად განვიცადე, ცრემლები წამომივიდა.. სამზარეულოში შევედი, მაცივარი გამოვაღე, მახსოვდა რომ სასმელი ბევრი გვქონდა, დალევა გადავწყვიტე რომ ყველაფერი დამევიწყებია.. მთელი დღე ვსვავდი, ისე დაღამდა ვერაფერი გავიგე.. უკვე ღამის 11 საათი იყო. კარზე დააკაკუნეს, ძლივს ძლიობით ავდექი და კარი გავაღე..

– გოგო რას გავხარ? (ლუსი)
– ადამიანს..
– რატო დალიე??
– მინდოდა და დავლიე..
– შენ რა გაგიჟდი?
– არა ლუსი, სრულ ჭკუაზე ვარ.. არ მაქვს შენი თავი, შემეშვი რა.. (და ჩემს ოთახში ავირბინე)

როგორც ჩანს ლუსი მარტო არ მოსულა.. ბიჭები, ელეანორი და დანიელიც იყვნენ.. რამოდენიმეჯერ ლუსიმ დამიძახა მაგრამ არ მინდოდა ჩასვლა.. მხოლოდ მარტო ყოფნა მინდოდა.. მხოლოდ მე და ჩემი მოგონებები... ტირილი ამივარდა... უბრალოდ ისეთი ადამიანიც კი არ მყავდა გვერდით ვინც დამამშვიდებდა, მეტყოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაკოცებდა და მაგრად ჩამიხუტებდა.. ტირილში და ფიქრებში ვიყავი გართული, ძლივს გავიგე რომ კარებზე აკაკუნებდნენ... გაბრაზებული ავდექი, კარი გავაღე და ყვირილი დავიწყე...

– ლუსი ხომ გითხარი არ მინდა ჩამოსვლა, არავის ნახვა არ მინდა.. მარტო მინდა ყოფნა, არ მაქვს ამის უფლება?.. (გავჩუმდი და იქვე გავშრი, კარებში ლიამი იდგა)
– არ ვარ ლუსი.. გასაგებია რომ მარტო ყოფნა გინდა მაგრამ ასე არ გამოვა..
– ლიამ.. მაპატიე.. ლუსი მეგონე..
– მივხვდი..
– მარტო მინდა ყოფნა... კარგი?
– რატომ ტირი?

ოთახში შემოვედი, ფანჯარასთან მივედი და მთვარეს ავხედე...

– იცი ლიამ, როდესაც ბედნიერება შენგან ძალიან შორსარის რთულია...
– ვიცი სოფი.. მაგრამ შენ ძლიერი უნდა იყო და კარგი მომავალი უნდა შეიქმნა...
– ვიცი, ლუსიც ეგრე მეუბნება როცა ესმის ჩემი, მაგრამ ეს იშვიათად ხდება..
– შემომხედე.. (ხელი მომკიდა და შემომატრიალა).. შენ ძალიან კარგი გოგო ხარ.. მშვენიერი გარეგნობა გაქვს.. ნიჭიერი ხარ და შეგიძლია ბედნიერი იყო..
– არ შემიძლია... ხედავ როგორ დავთვერი? იმიტომ რომ სუსტი ვარ..
– ვიცი, სუსტი ხარ და დაცვა გჭირდება..

შემოვბრუნდი და სიგარეტის მოკიდება ვცადე.. გამაჩერა..

– მისმინე, მოდი მე და შენ საუკეთესო მეგობრები ვიყოთ,კარგი? ერთმანეთს არაფერი დავუმალოთ... ყოველთვის რამის თქმა თუ დაგჭირდება მითხარი... მპირდები?
– გპირდები..
– კიდევ ერთი რაღაც უნდა დამპირდე..
– რა?
– სიგარეტს და სასმელს აღარ გაეკარები..
– სასმელი კარგი მაგრამ სიგარეტი..
– მპირდები?
– ჰო კარგი, გპირდები...
– მაშინ ახლა დაწექი და დაიძინე..
– კარგი..

საწოლში ჩავწექი, ლიამმა შუბლზე მაკოცა და გასვლა დააპირა..

– ლიამ..
– რა სოფი..
– მადლობა..
– ტკბილი ძილი პატარავ..

გამიღიმა და სინათლე ჩააქრო..

––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დილით რომ გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა.. გამახსენდა გუშინდელი ამბები.. და ჩემ თავს გაბრაზებულმა დავუწყე საუბარი..

– ღმერთო ჩემო როგორი იდიოტი ხარ სოფი.. სულ უცხო ადამიანების წინ ესე როგორ იქცეოდი.. რას იფიქრებდნენ... ოხ მეეეე...
– გაიღვიძე პატარა ლოთუნია? (კარი შემოაღო ლუსიმ)
– არაფერი თქვა.. (წავიბუტბუტე და საბანი თავზე გადავიფარე)
– სულელო გოგო.. ადექი ნახე რა ლამაზი მზეა.. (ფარდა გადაწია)
– თავი მტკივა ლუუს..
– არც მიკვირს... წამო დაბლა, ცივი სასმელები მოვიტანე, ოღონდ ალკოჰოლური არაფერია (დამეჭყანა)
– კარგი რაა.. რამდენი ხანი უნდა მაძახო ახლა ეგ??
– ადექი და ქვემოთ ჩამო..

ძლივს ავდექი საწოლიდან, ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.. ლუსის საოცრად ლამაზი პატარა მაგიდა ჰქონდა გაშლილი..

– რა ლამაზიაა ლუს..
– პატარა ლოთუნიას..
– მადლობაა... (გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე)

საოცრად გემრიელი იყო ყველაფერი, შუა ჭამაში ვიყავი ლუსიმ რომ მითხრა..

– იცი სოოფ, რაღაც მოვიფიქრე..
– რა მოიფიქრა ჩემმა მზარეულმა?
– მოდელობაზე არასდროს გიფიქრია?
– რაა??
– საოცრად ლამაზი სხეული გაქ.. არ გინდა მოდელი იყო?
– მე და მოდელი?? სისულელეა..
– არანაირად.. ვსიო.. ხვალ სააგენტოში მიგიყვან.. გასაგებია?
– დიახ სერ.. მაგრამ თუ იქ არ მომეწონება იცოდე მაშინვე წამოვალ..
– არარის პრობლემა..
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 8:13 am

4 თავი.

დილით ლუსიმ გამაღვიზა, უცებ მოვწესრიგდით და სააგენტოში წავედით. იქაურობა ძალიან მომეწონა და მართლაც სერიოზულად მომინდა მოდელობა, შემოთავაზებაც მივიღე და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. რომ წამოვედი ლუსის ერთი იდეა მოუვიდა.

– სოფ გინდა ბიჭების რეპეტიციაზე წავიდეთ?
– აუუ კიი.. გავერთობით..
– კარგი, წავიდეთ მაშინ..

ბიჭები თბილად შეგვხვდნენ.. მოგვიკითხეს და მერე წვალება დამიწყეს..

– შე ლოთუნია, რამდენი შეგძლებია.. (ლუი)
– მალადეც შენ სოფ, არვიცოდი ვინმე ჩემზე მეტს თუ სვავდა. (ჰარი)
– კარგიით ახლა რაიყოოთ... ერთხელ დავლიე და ნუ გადამაყოლებტ. (ავჭუჭყუნდი)
– ეს ბიჭი სად დაიკარგა კიდე.. მშიაა.. (ნაილი)

ამ დროს ლიამი შემოვიდა და მეც ჩემდაუნებურად გამეღიმა.. საჭმელი მაგიდაზე დადო, მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა..

– ეს ვინ მოსულა, ჩემი ლოთუნია გოგო... როგორ ხარ?
– დღეს კარგად, მაგრამ აიი გუშინ კი მიჭირდა..
– მეორედ აღარ დალევ და ეგარი..

ვჭამეთ, მერე ბიჭებმა ვარჯიში დაიწყეს, ერთი სიმღერა მეც ვიმღერე მათთან ერთად.. ეს ხუთი ბიჭი მართლა ძალიან შემიყვარდა.. ვგრძნობდი რომ ახლა 1 საყვარელი ადამიანის მაგივრად 6 მყავდა გვერდით.. მაგრამ ლიამი მაინც განსხვავებულად, ვიგრძენი რომ მისი სახით მართლა საუკეტესო მეგობარი შევიძინე.. წამოსვლის დროს ბიჭებს ჩავეხუტეთ და სახლისკენ ავიღეთ გეზი..

––––––––––––––––––––––––––––

მეორე დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიზა, ლიამი რეკავდა..

– დილამშვიდობისა პატარავ (ლიამი)
– დილამშვიდობისა ლიამ..
– როგორ გეძინა?
– მშვენივრად მადლობა..
– ესეიგი, რა ხდება ახლა.. დღეს შენ და ლუსის ხო გცალიათ?
– კიი.. ხო მშვიდობაა??
– გოგოები წვეულებას აწყობენ და გვინდა რომ თქვენც იყოთ..
– კარგიი რა ლიამ, უხერხულია..
– არ გადამრიოო ახლა.. ვსიო ესეიგი, გელოდებით..

მისამართი და დრო მითხრა და გათიშა.. ტელეფონი მაგიდაზე დავდექი და ავდექი.. სიგარეტის კოლოფი დავინახე, ერთი ღერი ამოვიღე, მოკიდება დავაპირე მაგრამ გამახსენდა რომ ლიამს პირობა მივეცი.. სიგარეტი ისევ კოლოფში ჩავდე, კოლოფი ავიღე აივანზე გავედი და გარეთ მოვისროლე.. სიამოვნებისგან გავაზმორე.. უცებ ქვემოდან ვიღაც ბიჭმა დამიძახა..

– მადლობა ლამაზო სიგარეტისთვის..
– შენი იყოს..

გავუღიმე და სახლში შემოვედი..
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 8:14 am

5 თავი..

მთელი დღე მომზადებას მოვუნდით. კაბები ძლივს ავარჩიეთ..
როგორც იქნა საბოლოოდ მოვემზადეთ და წავედით. ყველა ძალიან კარგად შეგხვდა. თბილი გარემო ტრიალებდა. ვერთობოდით, ვცეკვავდით. საკმაოდ დავიღალე და ჩამოვჯექი, რათქმაუნდა ეს ლიამს არ გამოჰპარვია. მოვიდა და მკითხა.

– ქალბატონი ჩემთან ერთად არ იცეკვებს?
– სიამოვნებით, მაგრამ წყნარ მუსიკაზე რა..
– როგორც თქვენ ისურვებთ..

გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. უცებ მართლაც წყნარი მუსიკა ჩაირთო, და ლიამმაც გამომიცეკვა. შემთხვევით დანიელს გავხედე, საოცარი თვალებით მიყურებდა.

– ლიაამ.. დანიელთან უხერხული ხომარარი?
– ნუ ღელავ, იცი რომ როგორც რუთი ისე მყავხარ..

მეც აღარაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება, ლიამს მაგრად მოვეხვიე და მხარზე დავადე თავი. რომ დავამთავრეთ აივანზე გავედი, საოცარი ხედი იყო და მეც სიამოვნებით ვუყურებდი, მაგრამ უცებ ნაბიჯების ხმა გავიგონე და შეშინებული შემოვბრუნდი

– ელეანორ, როგორც შემაშინე..
– არაუშავს.. ახლა მომისმინე
– გისმენ..
– ვიცი რომ შენ და ლიამი როგორც და ძმანი ისე ხართ..
– მერე?
– გაფრთხილებ..
– ვერ გავიგე?
– იცოდეთ სხვანაირად არ განვითარდეს მოვლენები..
– დამცინი?
– არა , მე უბრალოდ გაგაფრთხილე..

მითხრა და გავიდა.. ხასიათი შემეცვალა.. ავტირდი, ჩუმად ვტიროდი რომ ვინმეს არ გაეგო..

– რატომ ტირი?

ლიამი ისე ჩუმად შემოსულა ვერაფერი გავიგე..

– არაფერია ლიამ, გადამივლის..
– როგორ თუ არაფერია.. რატომ ტირიმეთქი?
– ისე, უბრალოდ..
– მატყუებ..
– არ გატყუებ..
– შენ ხომ დამპირდი რომ ყველაფერს მეტყოდი..

ცრემლები მომწმინდა და თავი ამაწევინა, პირდაპირ თვვალებში ვუყურებდი, მეც ვეღარ მოვატყუე და ყველაფერი ვუთხარი..

– ჩემო სულელო გოგო, არავის არ მიაქციო ყურადღება.. როგორც ჩემი დები მიყვარს ისე მიყვარხარ შენც.. მე ვარ შენი დიდი ძამიკო, გასაგებია? და ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის..

და მომეხვია.. რატომღაც ცუდად მომხვდა ეს სიტყვები გულზე მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ლიამს ჩავეხუტე..
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 8:46 am

au ramagaria gaagrzele ra
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 8:58 am

kaii davdeb exlaa
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 8:59 am

6 თავი.

დილით რომ გავიღვიძე სახლში მარტო ვიყავი.. ქვემოთ ჩამოვედი და ყავა ავიდუღე.. უცებ რატომღაც ლიამი გამახსენდა, რაღაც დარტყმა ვიგრძენი გულში, უსიამოვნო... ცრემლები წამომივიდა.. ჩემს თავს გავუბრაზდი..

– სოფი გაგიჟდი? ის ხომ ჩემი მეგობარია. საუკეთესო მეგობარი.. როგორც პატარა და ისე უყვარხარ, როგორც გოგო ისე არასდროს არ შემოგხედავს.. ღმერთო რაებს ვბოდავ.. იდიოტი ხარ რაა სოფი.. იდიოტი..

და უცებ კარებზე დააკაკუნეს.. კარი გამოვაღე და ლიამი შემრჩა..

– ლიაამ...
– მარტო ხარ?
– ჰოო...
– არ შემომიშვებ..??
– აა ჰოო რათქმაუნდა.. მოდი..

შემოვიდა და იქვე დადგა..

– დღეს გცალია სოფ?
– კიი, მცალია.. რატო მეკითხები?
– მეც თავისუფალი ვარ დღეს და მინდა რომ მთელი დღე შენთან ვიყო და ერთი ბედნიერი დღე გაჩუქო..
– მადლობაა ლიამ, მაგრამ არ შეიძლება ასე.. შენ შეყვარებული გყავს და არ მინდა სხვანაირად იფიქროს რამე..
– დანიელმა იცის, და თან არც არის აქ..
– აბა სად არის?
– ცეკვის გუნდთან ერთად გასტროლზეა წასული..
– აუ რავიციი..
– წადი ჩაიცვი გელოდები..
– აუუ ლიამ..
– მიდიი...

სხვა რა გზა მქონდა.. ჩემს ოთახში ავედი, ძაან ჩვეულებრივად ჩავიცვი და ქვემოთ ჩამოვირბინე..

– აბა წავედი? (მკითხა ლიამმა)
– ჰოოო...

გარეთ გამოვედით და მანქანაში ჩავჯექით..

– მისმინე ჯერ ვჭამოთ და მერე წავიდეთ იქ სადაც მინდა შენი წაყვანა.. (მითხრა ლიამმა)
– ჰოო.. ძალიაან მშია..

ბევრი საჭმელი ვიყიდეთ და სადღაც პარკში მივედით, ჩვენს მეტი არავინ იყო.. ბევრი ვჭამეთ, ვიცინეთ, ვილაპარაკეთ...

– აუ მგონი ბევრი ვჭამე.. (შემომწუწუნა ლიამმა)
– ნუ წუწუნებ ახლა.. რატო ჭამე მერე?.. (გამეცინა)
– ნუ დამცინი...
– მაპატიეე... (და ლოყაზე ვაკოცე)
– კარგი, ახლა თვალებზე რაღაც უნდა გაგიკეთო...
– რატო??
– ასეა საჭირო..

თვალებზე ნაჭერი გამიკეთა, ვერაფერი რომ ვერ დამენახა და მანქანაში ჩამაჯინა.. ცოტა ხანში ისევ ჩამომიყვანა და ნაჭერი მომხსნა.. საოცარ გასართობ პარკში მიმიყვანა.. პირველად ეშმაკის ბორბალზე დავჯექით, სიმაღლის საოცარი შიში მქონდა ასე რომ ლიამზე მიკრული გავატარე ჰაერში დრო.. მერე მანქანებზე დავჯექით, მერე საქანელებზე.. მოკლედ საოცარი დრო გავატარეთ, ისე დაღამდა ვერაფერი გავიგეთ..

– სოოფ, მგონი დაღამდა, ხო არ წავიდეთ?
– კიი. თან მაგრად დავიღალე...

მანქანაში ჩავჯექით და ლიამმა უცებ მითხრა..

– სოფ, ტატუებზე რას ფიქრობ?
– შენი ტატუები მომწონს ძალიან.. ისე რავი მეც მინდოდა ბავშვობაში ტატუ მქონოდა..
– გინდა ერთნაირი, პატარა ტატუები დავიხატოთ, ისეთ ადგილზე მარტო მე და შენ რო გვეცოდინება..
– რავიი ლიამ, ვინმემ რომ გაიგოს?
– ვერავინ ვერ გაიგებს.. მოკლედ თანახმა ხარ?
– გიჟი ხაარ, ლიამ ფეინ გიჟი... თანახმა ვარ.. (და გამეცინა)

ერთ–ერთ ტატუს სალონში მივედით, პატარა ტატუ ავარჩიეთ და გავიკეთეთ.. მე რომ მიკეთებდნენ ლიამის ხელზე ისე ვიყავი ჩაბღაუჭებული ლიამს სისხლი აღარ უმოძრაებდა..
მერე სახლში მომაცილა და დამშვიდობების დროს მითხრა..

– როგორი დრო გაატარე?
– საოცარი ლიამ, მადლობა..
– შენს გვერდით მიგულე ქალბატონო...
– იცი, შენნაირი მეგობარი არასდროს არ მყოლია..
– მე შენი მეგობარი კიარა ძამიკო ვარ სულელო..

და მაგრად ჩამიხუტა.. გული დამწყვიტა მისმა სიტყვებმა, მაგრამ არვიცოდი ესე რატომ ხდებოდა.. მისი ჩახუტება კი საოცრად მესიამოვნა.. მოშორება აღარ მინდოდა.. მაგრამ მაინც მოვშორდი და კარები გავაღე.. ლიამი მანქანაში ჩაჯდა და უცებ შემოვბრუნდი..

– ლიამ..
– რაიყო პატარავ..
– მალე ყველაფერი შეიცვლება...

ლიამმა გაოცებულმა შემომხედა, მე გავუღიმე და კარი დავხურე..
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 9:11 am

au ramagaria mari :D kide ra
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 9:23 am

kargii :D
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 9:24 am

7 თავი.

სახლში რომ შევედი ლუსის დივანზე ეძინა. ჩუმი ნაბიჯებით წავედი კიბისკენ, პირველ საფეხურზე ავდგი ნაბიჯი და.

– სად იყავი ქალბატონო?
– მე და ლიამმა გავისეირნეთ..
– შენ და ლიამმა?
– ჰოო, რა მოხდა მერე?
– გაგიჟდი გოგო შეენ?
– რატო გავგიჟდი ლუსი?
– შეყვარებული ყავს და იმიტო..
– მერე რაა? მეგობრები ვართ. .არ შეიძლება?
– ვიცი მე ეგ მეგობრობა რაშიც გადაიზრდება..
– ნუ სულელობ რა..
– მოგწონს ხო?
– ვინ მომწონს გოგო ლიამი? ჰო გითხარი როგორც დას ისე მიყურებს..
– მე გკითხე შენ თუ მოგწონსთქო..
– აუუ ლუსიი.. რას სულელობ..
– მოგწონს..
– არა..
– ასეც ვიცოდი..
– ნუ ჰო კარგი, ცოტათი მომწონს..

სიცილი აუტყდა..

– რა გაცინებს??
– როგორც იქნა ბიჭი მოგეწონა და ისიც შეყვარებულიანი..
– იცი რაა.. უკვე ვნანობ რომ გითხარი...

და ოთახისკენ წავედი..

– ჰო კარგი კარგი მოიცა.. ხვალ გადაღებები გვაქვს..
– მე არ მოვდივარ.. არ მინდა მოდელობა..
– მაშინ რატო წამოდი?
– მაშინ მინდოდა.. ახლა არ მინდა..
– იცი რაა? შენ დარეკავ და ყველაფერს ეტყვი..
– რა პრობლემაა.. მომეცი ნომერი..

ხელმძღვანელის ნომერი გამოვართვი და დავურეკე.. ყველაფერი მალე მოვაგვარე...

– ესეც ასე.. წავედი ახლა დავიძინე.. ტკბილი ძილი..
– ლამაზი სიზმრები..

ძლივს დავიძინე.. ჩემდა უბედურება ვგრძნობდი რომ ლიამი მართლა მიყვარდებოდა, ეს ამბავი კი საშინლად მაშინებდა..

" სიტუაცია მეორე დილით "

რომ გავიღვიძე უკვე 1 საათი იყო, ქვემოთ ჩამოვედი და ტელევიზორი ჩავრთე, იქვე მაგიდაზე ლუსის წერილი იდო.. გამეცინა და წაკითხვა დავიწყე..

" სოოფ, ლუიმ დამირეკა, დღეს სახლში გვეპატიჟებიან, პატარა წვეულებას აწყობენ, ბიჭები, ელე და პერი იქნებიან. საღამოს გამოგივლი და მზად დამხვდი, არ გამოიპრანჭო, მარტო ჩვენ ვიქნებით, გკოცნი.. "

ვაღიარებ, მართლა ძალიან გამიხარდა, ერთი სული მქონდა ლუსი როდის მოვიდოდა, მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი რა ჩამეცვა, გადავწყვიტე ლიამი გამეხარებია და ზუსტად ისეთ სტილზე ჩავიცვი ის რომ იცმევს ხოლმე..

" მოკლე ჯინსის შორტი, ლიამისნაირი მაისური და კეტი"

ამასობაში მოსაღამოვდა და ლუსიც მოვიდა, გახარებული გავარდი გარეთ და მანქანაში ჩავჯექი.. რომ მივედით ყველა კარგად დამხვდა ელეანორის გარდა.. არვიცი რატომ მაგრამ ამ გოგომ ცხვირი ჩემზე რაც გამიცნო მის მერე აიბზუა.. სამაგიეროდ პერი მექცეოდა ძალიან თბილად.. ცხელი შოკოლადი გავაკეთეთ და ფილმებს ვუყურეთ, ბევრი ვიცინეთ, მერე საშიში ამბები მოვყევით..

– სოფ, გინდა ჩვენ სახლს დაგათვალიერებიებ.. (მკითხა ბოლოს ლიამმა)
– სიამოვნებით...

მეორე სართულზე ავედით, პირველი ბიბლიოთეკაში შემიყვანა, იცოდა რომ კითხვა ძალიან მიყვარდა..

– მოკლედ, ეს ჩვენი ბიბლიოთეკაა, ძაან იშვიათად შემოვდივართ, იმიტო რო კითხვა არცერთს არ გვიყვარს..
– სამწუხაროა, მე კიდე ძაან მიყვარს..

იქვე როიალი იდგა...

– აუუ ლიამ.. არ გინდა ჩემთვის რო დაუკრა?
– სიამოვნებით...

ხან მის თითებს მივაშტერდებოდი, ხან სახეს.. საოცრად უკრავდა, მერე სიმღერა დაიწყო, სულ ჟრუანტელმა დამიარა.. არვიცი რას განვიცდიდი იმ წუთში მაგრამ გეფიცებით, ასეთი სასიამოვნო გრძნობა არასდროს მქონია..

დაკვრას რომ მორჩა ამომხედა და გამიღიმა, მერე ჩემთან მოვიდა და წინ დამიდგა.. არაფერს არ ამბობდა, უბრალოდ მიყურებდა და მიღიმოდა, მერე უცებ ყურზე თმა გადამიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა.. ავფორიაქთი, ავკანკალდი, გავწითლდი და თავი დაბლა დავხარე..

– როგორი საყვარელი ხარ მაიმუნო..

მითხრა და მაგრად ჩამიხუტა... აღარ მინდოდა რომ გავეშვი, აღარასდროს.. სულ მასთან მინდოდა ყოფნა.. მაგრამ აბა ამას ხო არ გავამხელდი, მერე გამიშვა, ხელი ჩამკიდა და დაბლა ჩამიყვანა... ელეანორი რათქმაუნდა თვალს არ გვაშორებდა..

მოსაღამოვდა, ოთახებში დავბინავდით, წყვილები ერთად, სხვები კი ცალცალკე ვიყავით... მალე დამეძინა, მაგრამ უცებ ისეთი ჭექაქუხილი ატყდა შეშინებული წამოვვარდი ლოგინიდან.. (საშინლად მეშინია ჭექაქუხილის).. გადავწყვიტე ლუსისთან გავსულიყავი, მივადექი მის კარებს, ვაკაკუნე, ვაკაკუნე მაგრამ არავინ გამიღო..

– ჯანდაბა, სად წავიდა ეს გოგო... (ჩავიბურტყუნე გაბრაზებულმა)

მერე ლიამის კარებს გავხხედე.. უეცრად მომინდა ლიამთან შევსულიყავი.. არც დავფიქრებულვარ ისე დავაკაკუნე.. არც იმან გამიღო, ალბათ ძინავსთქო და უკან გამოვბრუნდი..

– სოფიი. (მაგრამ უცებ მომესმა ლიამის ხმა)

ჯერ კიდევ ეძინა, თვალებს იფშვნეტდა..

– ლიამ.. ისა ჭექაქუხილის მეშინია და შეიძლება შენთან დავრჩე?
– რათქმაუნდა პატარავ, მოდი...

მოურიდებლად შევედი.. და იქვე დავდექი... ლიამს მარტო თეთრი ღამის შარვალი ეცვა..

– ისა.. ეგრე უნდა იყო? (ვკითხე და გავწითლდი)
– შენ გერიდება?
– მე არა..
– არც მე..

გაგვეცინა...

– დავიძინოთ თუ რა ვქნათ?
– რავი სიმართლე გითხრა ჯერ არ დამეძინება ლიამ...
– მოდი მაშინ ვილაპარაკოთ.. ხო არ გცივა?
– საკმაოდ..
– მოდი ჩემთან..

იქვე დიდი ფუმფულა სავარძელიი იყო.. თვითონ შიგნით ჩაჯდა..


– მე სად წავიდე? (გაკვირვებულმა შევეკითხე)
– მოდი ჩემთან..

ხელი მომკიდა და კალთაში ჩამიჯინა.. მერე ადიელა აიღო და მომაფარა.. როგორც პატარა ბავშვი ისე მოვიკუნტე და ლიამს მკერდზე მივესვენე..

– სოოფ..
– ჰო..
– შენი ოცნება რაარის?
– ბავშვობიდან მინდოდა პარიზში მოგზაურობა.. მაგრამ ჯერჯერობით ვერ ავიხდინე ეგ ოცნება..
– დამიჯერე მალე აიხდენ...

ბოლოს მითხრა მაგრამ კარგად ვერ გავიგონე.. ისე ჩამეძინა ვერაფერი გავიგე...

" ლიამის ფიქრები "

– სოოფ.. გძინავს??

ხმას აღარ მცემს.. ალბათ დაეძინა.. ღმერთო რა ლამაზია..წაბლისფერი ხვეული თმა, შავი თვალები და ლამაზი აპრეხილი წამწამები.. პატარა ვარდისფერი ტუჩები... როგორ უშფოთველად სძინავს... არვიცი რატომ მაგრამ საოცრად მომინდა მეკოცნა.. თავიდან თავი შევიკავე, მაგრამ არ გამომივიდა.. თითებით ნაზად მოვეფერე მის ლამაზ ტუჩებს.. არც განძრეულა, ალბათ ღრმად ძინავს.. თავი ნელა მივწიე და ძალიან ნაზად ვაკოცე... არც ახლა გაუგია არაფერი... როგორი ნაზი და ფაფუკი ტუჩები აქვს... ახლა უფრო გამბედავად ვაკოცე... შეიშმუშნა და თავი კისერში ჩამიდო... მაგიჟებს ეს გოგო, მაგრამ რავქნა, დანიელს ვერ მივატოვებ, ვერც სოფის ვეტყვი რომ მომწონს.. მაგრამ მომწონს კიი? თუ უბრალოდ ახირებაა... ლიამ, ლიამ... საქმეს ნუ გააფუჭებ.. როგორც ვატყობ სოფისთვის ჯერ მამაკაცს ხელიც კი არ აქვს დაკარებული, და არ მინდა ნაძირალა გამოვჩნდე მის თვალებში...


ასე ფიქრებში ვიყავი გართულმა გამახსენდა რომ უნდა დავწოლილიყავით,სოფი ხელში ავიყვანე და დავაწვინე, მეც დავწექი, საბანი გადავაფარე და გულაღმა მოვკალათდი, უეცრად სოფი აიწია და ჩემს მკერდზე მოკალათდა... გამაჟრჟოლა.. გამეღიმა და მეც ჩამეძინა... მაგრამ უცებ მეხი გავარდა და სოფი შეშინებული წამოვარდა..

– ნუ გეშინია პატარავ, შენთან ვარ..
– აუუ ლიაამ...

მითხრა და ტირილი აუვარდა..

– ნუ ტირი ჩურჩუტო, მე შენთან ვარ.. ნუ გეშინია..

ძლივს დავაწვინე.. არვიცი რატო მაგრამ ზურგი მაქცია, გამეცინა და მაგრად ასე ზურგშექცეულს ჩავეხუტე.. ხელზე მაკოცა და მითხრა..

– ლიამ.. ძალიან მიყვარხარ.. ტკბილი ძილი..
– მეც მიყვარხარ პატარავ..

როგორც იქნა დაიძინა და მეც მშვიდად მივეცი თავი ძილს..
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 9:32 am

ai dzaan magaria!!!!!! <3 matla kide dade ra :DD
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 9:33 am

Megan wrote:
ai dzaan magaria!!!!!! <3 matla kide dade ra :DD
kaii Together? Forever. ♥ 3788161578 Together? Forever. ♥ 3788161578 Together? Forever. ♥ 3788161578
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 9:33 am

8 თავი.

დილით რომ გავიღვიძე ლიამის ხელზე ვიყავი ჩაბღაუჭებული, გამეღიმა, გადმოვტრიალდი, ლიამს ისევ ეძინა, მივიწეიე და მის მკერდზე ნელა მოვკალათდი..

– გღვიძავს პატარავ?
– ლიამ.. მეგონა გეძინა...
– დილამშვიდობისა..
– დილამშვიდობისა..
– როგორ გეძინა??
– ძალიან კარგად, შენ?
– მეც...

მითხრა და გადმომხედა... გამიღიმა.. რაღაცნაირად ეშმაკურად მიყურებდა... ნელ–ნელა ჩემსკენ მოიწია.. ლიამ.. არ გააკეთო.. გთხოოვ.. არაა... მაკოცა.. ვერ აგიღწერთ ისეთი ნაზი და ტკბილი ტუჩები ქონდა... ვეღარ გავძელი და კისერზე ხელი მოვხვიე, მეც კოცნით ვუპასუხე... არვიცი რამდენი ხანი გაგრძელდა ეს ყველაფერი მაგრამ ცოტა ხანში გაჩერდა...

– მაპატიე სოფი...
– არაუშავს ლიამ...
– დავივიწყოთ, კარგი?
– ააა ჰო... როგორც გინდა..

ადგა და ჩაცმა დაიწყო...

– კარგი.. მე გავალ..
– კარგი პატარავ...

ავდექი და ოთახიდან გამოვედი, ჩემი ოთახის კარი გავაღე, შიგნით შევედი და ტირილი დავიწყე... საოცრად მეტკინა გული, საოცრად.. თითქოს დამცირებულად ვიგრძენი თავი, მაგრამ ეს ხომ მასაც არუნდოდა, უბრალოდ ჩვენდაუნებურად მოხდა ასე... თავი დავიიმედე, ჩავიცვი და ქვემოთ ჩამოვედი...

– სოოფ.. დღეს ზღვაზე გვინდა წასვლა.. შენც ხო წამოხვალ? (მკითხა ლუიმ)
– კიი.. მაგრამ ლუსი?
– მოდის სულელო...
– კარგი.. სიამოვნებიით...

სახლში წავედით მე და ლუსი, საცურაო კოსტუმები ჩავიცვით, ზემოდან სარაფნები გადავიცვით და ბიჭებმაც გამოგვიარეს...
სიმართლე გითხრათ ბიჭების ნავიდან გადასვლას არც ვაპირებდი (ცურვა არვიცი) მაგრამ უცებ...

– სოოფ.. არ გადახტებიი? (მკითხა ლიამმა)
– არაა ლიამმ.. არ მინდა...

მაგრამ უცებ ხელი მკრა და წყალში გადამაგდო...

– ცურვა არვიცი ლიაამ...

შეშინებულმა ძლივს დავიყვირე და წყალში ჩავვარდი.. ლიამს არც გაუგონია, სიცილი აუვარდა..

– ბიჭო, მგონი ცურვა არიცის.. (ჰარი)
– რაა??
– ჰოო. ეგრე დაიძაახა.. თან ნახე აღარც ყვინთავს..
– ვაიმეეეე...

წყალში გადმოხტა ლიამი... ხელი მომხვია და როგორც იქნა ჰაერი ჩავისუნთქე..

– ლიამ.. ჩემი მოკვლა გინდოდა?
– მე მეეგონა ცურვა იცოდი...
– საიდან იცოდი.. მაგაზე ხო არასდროს გვილაპარაკია?..
– მაპატიე..

და გაჩერდა.. ისეთი სახით შემომხედა სისხლი გამიჩერდა... სველი თვალები საერთოდ საოცარი სილამაზით უბრწყინავდა... ხელი მომხვია და მაგრად მიმიხუტა..

– სოფიი.. ფეხები წელზე შემომხვიე თორე ვერ გავცურავ..

სხვა რა გზა მქონდა.. ასეც მოვიქეცი... გული საოცრად მიცემდა.. საოცრად მომინდა მეკოცნა...შევატყვე რომ მასაც ქონდა ამის სურვილი... ხელები კისერზე შემოვხვიე და მკერდზე მივეკარი.. თავი კისერში ჩავუდე რომ კიდევ ერთხელ არ გაგვეკეთებია ეს შეცდომა.. როგორც იქნა ცურვა მოიფიქრა და ნავზე ავედით... ბავშვები დამესიენ, პირსახოცი მომიტანეს, ათასი კითხვა დამაყარეს.. ლიამმა კი მხოლოდ ცოტა ხნით მიყურა, შემდეგ კი ქვემოთ ჩავიდა...

– ბავშვებო კარგად ვარ.. არაფერი არ მჭირს..

ცივად მოვიშორე ყველა და მარტო დავჯექი... დიდი ხნით ვიჯექი ასე მარტოდ მარტო, ჩემს ფიქრებთან ერთად... მერე კი ლიამი დამიჯდა გვერდით...

– მაპატიე...
– რა გაპატიო?
– დღევანდელი...
– ვერ ვხვდები..
– ჯერ რომ გაკოცე.. მერე შენი მოკვლა რომ ვცადე...
– კარგი, რას სულელობ ლიამ...
– შევრიგდით?
– როდის გავიბუტეთ?
– მიყვარხაარ სოფ..
– მეც მიყვარხარ ლიამ..

და მაგრად ჩამეხუტა...
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 9:40 am

vaime mari shen iseti kai gogo xar kide dadeb dges rmadenime tavs :D nu tu ignda yvela tavi dade dges ra problemaa :D
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitimeTue Apr 09, 2013 9:41 am

Megan wrote:
vaime mari shen iseti kai gogo xar kide dadeb dges rmadenime tavs :D nu tu ignda yvela tavi dade dges ra problemaa :D
Together? Forever. ♥ 3788161578 Together? Forever. ♥ 3788161578 Together? Forever. ♥ 3788161578 Together? Forever. ♥ 3788161578 kargi dagideb mainc arafers ar vaketeb Together? Forever. ♥ 933549849
Back to top Go down
Sponsored content





Together? Forever. ♥ Empty
PostSubject: Re: Together? Forever. ♥   Together? Forever. ♥ Icon_minitime

Back to top Go down
 
Together? Forever. ♥
Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
Twilight Georgian Fan ! ! ! :: სხვადასხვა თემები: :: თავისუფალი თემები :: ჩვენი ნაწარმოებები-
Jump to: