დავიწყებ იმით რომ ცელქი ვიყავი არა ცელქი არა უფრო ჯიუტი ..მოკლედ ბავშოვაბაში ძალიან მიყვარდა.. ჩემი დაბადების დღე, მიყვარდა ძალიან ძალიან თოჯინები, უმეტესად ბარბები .. მიყვარდა ბევრი ტკბილეულობა.. ეხლა კი არც დაბადების დღე მიხარია იმდენად.. თოჯინები საერთოდ აღარ მაქვს.. ტკბილეულობასაც ნაკლებად მივირთმევ.. ) ჩემი ოცნება ? : ) არ ვიცი რა იყო.. აი უბრალოდ ვოცნებობდი რომ მალე მოსულიყო ჩემი დაბადების დღე. ჩემი ერთადერთი ოცნება ეს იყო . ეხლა ? ეხლა იმდენი ოცნება მაქვს კაცი ვერ დათვლის.. მაგრამ იცით რა არის ცუდი? ბაშვობის ოცნება იყო ჩემი დაბადების დღე რომელსაც ყოველ წელს ვღებულობდი მხოლოდ 1 დღე მაგრამ მაინც ხომ ვიხდენდი ოცნებას? ეხლა კი.. არამგონია რომელიმე ჩემი ოცნება ახდეს.. დაბადების დღეზე რომ ვტიკტიკებ ამდენს იმასაც დავწერ როგორ ვატარებდი მოკლედ ბაღში სულ მივდიოდი .. სულ ამიტომ არც ჩემი დაბადების დღე იყო გამონაკლისი და მაგ დღესაც მივდიოდი ბაღში.. როდესაც დედას დავინახავდი ანუ მოკითხვისას იმდენად მიხაროდა მასწავლებელზე ნახვამდის თქმაც მავიწყდებოდა.. კისრისტეხით გავრბოდი დედაჩემისკენ.. ერთი სული მქონდა ოღონდ სახლში მივსულიყავი და ჩემი თქმით „ბელი ბელი ქალქი“ ( ბევრი ხალხი ) დამხვედროდა.. უზომოდ ბედნიერი ვიყავი.. სახლში რომ მივიდოდი ისე მიხაროდა.. იმდენს ვიცინოდი.. ტორტის ჩაქრობაზე ვგიჟდებოდი.. სანთლები რომ ემატებოდა ყოველ წელს.. ეხლა კი .. ; ) ეჰ ეხლა.. დაბადების დღის ხალისი იმის გამო მაქვს რომ მამაჩემმა „ფოტოაპარატი“ შემპირდა ორიგინალი ; ) და მაგის გამო ისე კი მართლა არ მაქვს გადახდის სურვილი.. არვიცი რატომ მაგრამ გავიზარდე და არ მინდა ეს.. არ მინდა რომ დიდი გავხდე.. სულ რაღაც თვე ნახევარში 13 წლის გავხდები რაც მართლა არ მინდა.. პატარა აღარ ვარ და შესაბამისად ისე აღარ მიხარია.. პატარაობაში საჩუქრებზე ვგიჟებოდი ეხლა კი ; ) საჩუქარი ნამდვილად არ მიხარია იმდენად რამდენადაც ჩემი მეგობრების სტუმრობა ჩემთან ; ) რაც არ უნდა მოხდეს მაინც უნდა გადავიხადო სანამ ჯერ კიდევ ბავშვი ვარრ.. უნდა ვიხალისო ; ) თორემ მერე როგორც ეხლა მენატრება ძველი დრო.. შემდეგ მომენატრება ეს დრო ახლა რომ ვარ ზუსტად ეხლა ; )... ხანდახან როდესაც ვინმე მაწყენინებს, გამაბრაზებს ან სახლში რაიმე უსიამოვნება მომივა.. სულ ვტირი და ღმერთს ვეუნბები რატომ არ დამიბრუნდება ძველი დრო მეთქი.. აი ჩემი ცხოვრება არაფერი იქნებოდა რომ არა ძველი მოგონებები. მე ამ მოგონებებით ვცხოვრობ. არ ვიცი როგორ გითხრათ.. ბავშვობა ჩემი ყველაზე კარგი პერიოდი იყო.. ეხლაც ბავშვი ვარ მაგრამ მე სულ პაწუაზე ვამბობ..ხანდახან ძალიან მინდა უკან, ბავშობაში დაბრუნება. დროში, როცა სანტა ნამდვილად არსებობდა. როცა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი სახელის დაწერა იყო.როცა ერთადერთი ბიჭი რომელიც მიყვარდა მამაჩემი იყო როცა მეგობრები არ იცვლებოდნენ და ყოველთვის, როცა ცუდად გავხდებოდი, მივირბენდი დედასთან და მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა. მინდა დავბრუნდე დროში, როცა დისნეი ჩემთვის საოცნებო იყო, როცა არ იყო მწუხარება, დარდი და ტკივილი. იყო მხოლოდ სიხარული და ბევრი ბევრი სიცილი.... მოკლედ მენატრება ძველი დრო .. თუმცა ხანდახან პირიქით მიხარია რომ ამხელა ვარ ხანდახან კი ; ( .. არც ისეთი ბედნიერი ვარ ეხლა როგორიც მინდა რომ ვიყო.. თუმცა არც ისე უბერუდო როგორიც უნდათ რომ ვიყო..