ავრორა 20 წლის, ლამაზი ქალიშვილია, რომელსაც ერთი დანახვისთანავე შეუყვარდება ლორენსო. როცა გოგოს მშობლები გაიგებენ, რომ ავრორა ორსულადაა, ისინი მაშინვე აიძულებენ ლორენსოს, ავრორას დაშორდეს ისე, რომ მან ვერც კი გაიგოს, რომ მალე მამა გახდება. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ავრორა ბავშვს გააჩენს, გაიგებს, რომ მას საშინელი დაავადება სჭირს, რომლის განკურნებაც იმ დროს (მოქმედება 1990 წელს იწყება) ვერ ხერხდება. ავრორას მამა, გუსტავო გადაწყვეტს თავის მიერ გამოგონილი ტექნოლოგიის საშუალებით, ავრორა გაყინოს, მანამ სანამ გოგოს დაავადების განკურნება არ მოხდება. ის ასეც იქცევა. ავრორა რამდენიმე წელი მარტოდმარტო, გაყინული რჩება. გადის 20 წელი. ავრორას რეანიმირებას უკეთებენ, რის შედეგადაც, გოგო დიდი ხნის ძილის შემდეგ იღვიძებს. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 40 წლისაა, ის მაინც ისე გამოიყურება, როგორც 20 წლის წინ, გაყინვამდე. მისთვის ეს 20 წელი ერთ ღამეს უდრის და ამიტომაც არ იცის თუ რა მოხდა მის ოჯახში ამდენი ხნის შემდეგ. ყველაფერი შეიცვალა... ერთადერთი რაც არ შეცვლილა ეს თავად ავრორაა... მისი საუკეთესო დაქალი, ახლა მისი ცხოვრების სიყვარულზე, ლორენსოზეა დაქორწინებული. აგრეთვე მისი შვილი, ბლანკა, რომელმაც ავრორას არსებობის შესახებ არც კი იცის, ისე გამოიyურება, როგორც დედამისი. 20 წლის შემდეგ მშვენიერი ავრორა მეორედ იბადება. მისთვის სიყვარულის კარი ორჯერ გაიღო. ავრორას მოუწევს ახალი ცხოვრება ახლებურად დაიწყოს...