Admin Admin
Posts : 661 Age : 23 Join date : 14.02.13
| Subject: "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე ლელა მებურიშვილმა შეცვალა Tue Mar 12, 2013 2:42 pm | |
|
ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა. ერთ-ერთ ინტერვიუში ნინოს ვკითხეთ, მართალი იყო თუ არა, რომ თითქოს რეჟისორს ჰონორარის გაზრდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიალიდან წასვლით დაიმუქრა. მაშინ მსახიობმა განაცხადა, რომ ეს სიცრუე იყო:
- რა სისულელეა, ვინ აყენებს ბოლო ეპიზოდის გადაღების დროს მსგავს პირობებს? როგორც წესი, მსახიობთან მოლაპარაკება ფილმის გადაღებამდე წყდება. ჩემი გმირი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია და არა მგონია, სერიალიდან დაითხოვონ, თუმცა არ ვიცი, უფროსები რას გადაწყვეტენ. ყველაფერი მოსალოდნელია.
მიუხედავად ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა სერიალი მაინც დატოვა და უკმაყოფილების მიზეზი ისევ და ისევ ანაზღაურება გახდა. მისი თქმით, ფილმის გადაღება სამი კვირა გაგრძელდა, აქედან მის გმირს 15 დღის განმავლობაში იღებდნენ და მხოლოდ სამი ათასი ლარი აიღო, რაც დღეში ორასი ლარია, როცა მსახიობები ერთ რეკლამაში სამასიდან ხუთას დოლარამდე იღებენ. მსახიობის თქმით, ფილმის რეჟისორ გიორგი ლიფონავასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და უთანხმოება სტუდია "კრეატივის" დირექტორთან მოუვიდა. “მართლაც დასაჯეს თუ არა ნინო გაჩეჩილაძე, არავინ იცის, თუმცა "ფეისბუკის" გვერდზე მსახიობმა შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა:
"ვისაც ჰგონია, რომ მე დამსაჯა, ის უბრალოდ ვერ ხვდება, რომ თავი დაისაჯა!"
სამაგიეროდ, სერიალი არ დაუტოვებია კატოს გმირს. როგორც გავიგეთ, მას ლელა მებურიშვილი ითამაშებს. ჩვენ დავუკავშირდით მსახიობს, მან დაგვიდასტურა, რომ ახალ სეზონზე ის შეცვლის ნინო გაჩეჩილაძეს.
- დიახ, შემომთავაზეს როლი და მეც უარი არ მითქვამს. რატომ წავიდა ნინო, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. გადაღებები უკვე დაიწყო, სხვას ვერაფერს გეტყვით.
Last edited by Admin on Fri Mar 22, 2013 8:22 pm; edited 1 time in total | |
|
Megan
Posts : 655 Age : 25 Location : ბათუმი Join date : 10.03.13
| Subject: Re: "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე ლელა მებურიშვილმა შეცვალა Tue Mar 12, 2013 5:32 pm | |
| ძალიან გამიხარდა. ))) ჩემიიიიიი ლელააააა | |
|
Admin Admin
Posts : 661 Age : 23 Join date : 14.02.13
| Subject: Re: "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე ლელა მებურიშვილმა შეცვალა Fri Mar 22, 2013 8:24 pm | |
| ნინი ჩემი აზრით ამ როლს ლელა კარგად ვერ მოირგებს მიუხედავად იმისა რომ უნიჭიერესი მსახიობია ეს ჩემი სუბიექტური აზრია :) | |
|
Megan
Posts : 655 Age : 25 Location : ბათუმი Join date : 10.03.13
| Subject: Re: "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე ლელა მებურიშვილმა შეცვალა Sat Mar 23, 2013 5:56 am | |
| ყველას თავისი აზრი აქვს საყვარელო ))))))))) მე მაგალითდ ლელა მირჩევნია | |
|
Admin Admin
Posts : 661 Age : 23 Join date : 14.02.13
| Subject: Re: "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე ლელა მებურიშვილმა შეცვალა Sat Mar 23, 2013 7:46 am | |
| xoo vici da imitom davweree chemi azrrii :) | |
|
Sponsored content
| Subject: Re: "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძე ლელა მებურიშვილმა შეცვალა | |
| |
|