Twilight Georgian Fan ! ! !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.


We Love Twilight Saga!!!
 
HomeLatest imagesSearchRegisterLog in
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Latest topics
» tyis shvilebi
უნივერსალი Icon_minitimeMon Feb 24, 2014 1:38 pm by Admin

» Twilight Vs Harry Potter
უნივერსალი Icon_minitimeSun Jun 16, 2013 4:00 pm by Admin

» აბა თქვენ იცით :*
უნივერსალი Icon_minitimeSun May 19, 2013 6:27 pm by gvanca_1Dfan

» ახალი დიზაინი ფორუმს
უნივერსალი Icon_minitimeThu May 16, 2013 9:46 am by gvanca_1Dfan

» ქრისტე აღსდგა.
უნივერსალი Icon_minitimeMon May 06, 2013 6:46 pm by Admin

» ბინდის გადმოსაწერი ლინკები ქართულად!!!
უნივერსალი Icon_minitimeSat May 04, 2013 9:07 am by Admin

» B.F.F // ანუ საუკეთესო მეგობარი !
უნივერსალი Icon_minitimeThu May 02, 2013 11:26 am by gvanca_1Dfan

» Ashley Greene vs Zayn Malik
უნივერსალი Icon_minitimeThu May 02, 2013 6:41 am by Admin

» იუბილარი მსახიობები...!
უნივერსალი Icon_minitimeTue Apr 30, 2013 2:21 pm by Mrs.Overstreet

Poll
მოგწონთ ახალი დიზაინი?
1)კი
უნივერსალი Vote_lcap100%უნივერსალი Vote_rcap
 100% [ 3 ]
2არა
უნივერსალი Vote_lcap0%უნივერსალი Vote_rcap
 0% [ 0 ]
3)კი, მაგრამ ძველი ჯობდა.
უნივერსალი Vote_lcap0%უნივერსალი Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3

 

 უნივერსალი

Go down 
4 posters
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSat Mar 16, 2013 6:53 am

პროლოგი: 7 წლის ვიყავი მშობლები რომ დამეღუპნენ. მას შემდეგ დეიდასთან ვიზრდებოდი, მყავს უფროსი ძმა პოლი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ პოლი ძალაინ აგრესიული გახდა, უმიზეზო რაღაცეებზე ჩხუბობდა, მე და პოლის დეიდა ძალიან გვიყვარას რადგან მის გარდა ქვეყნად არავინ გვყავს. როდესაც დეიდა გათხოვდა ყველაფერი შეიცვალა, ჩვენი "მამინაცვალი" დეიდას ყოველდღე ცემდა ჩემს თვალწინ. დეიდა მეხვეწებოდა პოლს არაფერი უთხრაო. მეც საიდუმლოს გულში ვინახავდი. ყოველ ღამე საწოლში ჩუმად ვტიროდი, ჯეკის მოკლვა მინდოდა, მაგრამ მე 11 წლის პატარა და გამხდარ გოგოს რა შემეძლო. ზოგჯერ ვფიქრობდი ეს ყველაფერი პოლს ხომ არ ვუთხრა-მეთქი, მაგრამ მერე საიდუმლოს შენახვას ვარჩვდი. ერთ დღს პოლმა დეიდას ჩალურჯებული თვალი დაინახა, რომ კითხა რა მოხდაო, დეიდამ უპასუხა უბრალოდ კარებს მივარტყიო. ვეღარ მოვითმინე და პოლს ყველაფერი ვუთხარი. პოლმა ჯეკი კარგად "მიბეგვა" გულის სიღრმეში ძალიან მიხაროდა, მაგრამ ისე ვიქცეოდი თითქოს ამაზე ძალიან ვწუხდი.

თავი 1
-პოლ, პოლ, შეწყვიტე გთხოვ. -ყვიროდა მთელი ხმით დეიდა.
-პოლ, დაწყნარდი - მეც ისე ვიქცეოდი თითქოს ეს ძალიან მინდოდა. ნამდვილად კარგი მსახიობი გამოვიდოდა ჩემგან.
პოლი კი არ ჩერდებოდა, უტყავდა და ურტყავდა.
ჩემი ძმა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე იყო და ამიტომ ჯეკის და კიდევ 5 მისნაირი კაცის ცემა შეეძლო.
-ეშლი ჩქარა პოლიციაში დარეკე. -შეშინებული მომვარდა დეიდა.
-მე? დეიდა ძალიან მიყვარხარ,მაგრამ კაცის გამო, რომელიც გამეტებით გირტყავდა ჩემს ძმას პოლიციაში არ ჩავუშვებ.
-ეშლი დარეკე ან მე თვითონ დავრეკავ.
-დეიდა მე არ დავრეკავ, ამ სულელი ჯეკის გამო ჩემს ძმას არ ჩავუშვებ-თქო ხომ გითხარი?
-ეშლი მისმინე, თუ ახლა პოლი არ შეეშვება ჯეკს, ჯეკი მასაც მოკლავს, მეც და შენც.
-ხო, ხო შეიძლება თუ მანამდე პოლი არ მოკლავს.
-ეშლი სასწრაფოდ დარეკე პოლიციაში.
-ა რ ა . -ახლა დავუმარცვლე უფრო კარგად რომ გაეგო. პოლიციაში დარეკვას სულაც არ ვაპირებდი.
როგორც იქნე მე და დეიდამ გავაჩერეთ. მათი ბრძოლა 7 წუთს გაგრძელდა. (ტელეფონით დავითვალე დრო. როგორ შეიძლება არ დამეთვალა თუ რამდენი წუთის განმავლობაში ცემდა პოლი ჯეკს.)
ჯეკი ძალიან ცუდად იყო. 4 დღე საავადმყოფოში იყო, რომ გამოვიდა კი ჩემს ძმას პოლიციაში უჩივლა.
-რაა? დეიდა მან პოლს უჩივლა?
უნივერსალი D49f53900bbb1699f731f203fe4b1780
-ჰმმ. ვიციი, ვიცი რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა.
-არა დეიდა შენ არაფერი იცი. ხომ იცი რომ შეიძლება მოკლას. არ იცი რა აგრესიულია?
-კი, მაგრამ მე რისი შეცვლა შემიძლია?
-არ ვიცი, არ ვიცი. -ვტიროდი, დეიდა ვერ მაჩერებდა.
პოლმა ჩვენს საუბარს ყური მოჰკრა და შინ შემოვიდა ყველაფრის უკეთ გასაგებად.
უნივერსალი 31e10012b1cd10a82e2618ac7e1b69e8
პოლი ჩაბარდა პოლიციას. სასამართლო 1 კვირაში იყო, მანამდე კი საკანში ჰყავდათ.
ძალიან ცუდად გავხდი, პოლი ამ დღეში ჩემს გამო იყო. 1 კვირა ოთახიდან არ გამოვდიოდი, სასამართლოს ველოდი. არაფრის დამალვას არ ვაპირებდი. თუ ჩემს
ძმას იმ საზიზღარი ჯეკის გამო ჩასვამდნენ, გვერძე საკანში ეგეც მიუჯდებოდა.




Last edited by Admin on Fri Apr 19, 2013 11:20 am; edited 7 times in total
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSat Mar 16, 2013 7:15 am

mogwont? gavagrdzelo tu davxuro es tema?
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSat Mar 16, 2013 7:37 am

kii kaia უნივერსალი 933549849
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSat Mar 16, 2013 7:53 am

madlobaa. უნივერსალი 686079925 უნივერსალი 686079925 უნივერსალი 686079925 უნივერსალი 3012329819 უნივერსალი 3012329819 უნივერსალი 3012329819 :D:D:D:D
Back to top Go down
Mrs.Overstreet

Mrs.Overstreet


Posts : 506
Age : 26
Location : Tbilisi
Join date : 09.03.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSat Mar 16, 2013 9:56 am

arafers უნივერსალი 3016923619 უნივერსალი 1048787890
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSun Mar 17, 2013 5:20 am

Momewona)) Martla Momewona!)) Gaagrzdele!
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSun Mar 17, 2013 7:25 am

dges davdeb meore tavs.. nini shenc gaagrdzelee mec martla momewonaa :***
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSun Mar 17, 2013 7:58 am

bavshveboo saxeli ema shevcvale eshlit da mere tu gagrdzelebas waikitxavt ar shegeshalot :)) უნივერსალი 686079925 უნივერსალი 3012329819
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSun Mar 17, 2013 11:06 am


თავი 2
სასამართლო 4 საათზე იყო დანიშნული. მე და დეიდა ელიზაბედი სასამართლოში 3-ის წუთებზე ვიყავით. ძალიან ვნერვიულობდით. ჯეკმა და ელიმ გაშორება მოასწრეს ამიტომ ჯეკი ჩვენთან ერთად არ იყო. დეიდას ვეუბნებოდი რომ სასამართლოსთვის უნდა ეთქვა თუ როგორ გცემდა ჯეკი.
ცოტახანში სასამართლო დარბაზში ვიყავით. ძალიან ვნერვიულობდი. პირველად მე დამკითხეს. ყველაფერი ვთქვი, თუ როგორ ექცეოდა ჯეკი დეიდას. შემდეგ დეიდა ელი დაკითხეს. მან ბევრი რამ არ თქვა ამიტომ რამოდენიმეჯერ წამოვხტი და ვამატებდი აი ეს გამორჩა და აი ეს-მეთქი. ამიტომ სასამართლო დამატოვებინეს. ვიჯექი და ვლოცულობდი პოლზე. არ მეგონა ამისთვის 6 თვეზე მეტს თუ მიუსჯიდნენ.
"ნეტა დეიდა რას ამბობს? ალბათ ჯეკის შიშით არაერთ ტყუილს იტყვის, არა, არ დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, ჩემს იქ არ ყოფნაში ბევრს არაფერს იტყვის და პოლს 6 თვეს კი არა 1 წელს მიუსჯიან. ოოხ. ჩემ თავზე ვბრაზობ, ყველაფერი აქამდე რატომ არ ვუთხარი პოლს? აქამდე გამოსული იქნებოდა.. მაგრამ.. არ აბა როგორ 3 თვეა რაც დეიდა გათხოვდა და პოლს 6 თვეს მაინც მიუსჯიან. ანუ 6 უნდა გამოვაკლოთ 3 და მივიღებთ 3-ს. ანუ გამოდის რომ 3 თვეში უკვე გამოვიდოდა.."
თავში არაერთი აზრი მომივიდა, ხან რა გამოვითვალე ხან რა. სათს ვუყურებდი და სათითაო წამებს ვითვლიდი.
-დროა. -წარმოვთქვი ხმამაღლა, მერე კი ხელი ტუჩებზე ავიფარედა მხრები ავიჩეჩე, ხან აქეთ გავედი ხან იქით. სასამართლოს კართან 13 ჯერ გავიარე. გულში გავიფიქრე 20-ჯერ ჩავუვლი და მერე საწყის პოზიციას დავიბრუნებ-თქო. 16-წრეზე რომ მივდიოდი კარი გაიხსნა. კედელთან ავიტუზე. სანამ პოლი და ელი გამოვიდოდნენ სკამზე დავჯექი. ვითომც არ ავდგავარ. დეიდას მივვარდი და ვკითხე
-ჰა რამდენჯერ იცრუე?
-ვიცრუე? ცხოვრებაშ პირველად ვთქვი ყველაფერი სწორედ. ჯეკი ამის ღირსი იყო.
-ვაუ.. დედია ამას შენგან არ მოველოდი.
-გაგიკვირდება და არც მე..
-და პოლზე რა ხდება?
-ჰმმმმ.. პოლს 6 თვე მიუსაჯეს, ახლა 5 000 $-ს გადავიხდით და პოლი თავისუფალია.
-მაგრამ ფული რომ არ გვაქვს?
-მე ყოველთვის მქონდა რაღაც დანაზოგი ასეთ შემთხვევისთვის გადანახული.
-ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ ისიც საკითხავია ამაზე პოლი დაგთნხმდება თუ არა.
მოკლედ გირაო გადავიხადეთ და შინ დავბრუნდით. პოლისთვის მემგონი ეს კარგი მაგალითი იყო. დეიდა სულ ეხვეწებოდა რომ თვი დაენებებინა ამერიკული ფეხბურთისთვის. ერთხელ ფეხი მოიტეხა, ერთხელ წარბი გაუსკდა. ერთი სიტყვით ძალიან ხიფათიანი სპორტია, მაგრამ ჩემი ძმა თვის დანებებას სულაც არ აპირებდა.
პოლი რომ გამოუშვეს ძალიან გახარებული ვიყავი. მის გვერდით ვიჯექი და ვეუბნებოდი მასწავლე როგორ ცემე ეგ ჯეკი-მეთქი. ის კი მპასუხობდა ჯეკისნაირი კაცების ცემა ძალიან ადვილიაო. მერე იცინოდა. მეც მეცინებოდა.
უნივერსალი Fb54bc99b8f1ef5091b278e3951385c7
ძალიან ბედნიერები ვიყავით. ხშირად მივდიოდით ტყეში. პოლი ძალიან ბევრს მეთამაშებოდა.
უნივერსალი 02de1176f739d0634f0cd67d5a25d4fa
ერთხელ ხეზე ასვლა მინდოდა. ვერა და ვერ ავდიოდი. ამიტომ კიბე მივადგი და ისე ავედი. ჩამოსვლისას კიბეზე ჩამოვჯექი და ვისვენებდი.
უნივერსალი 23aedf641fe12e888970dd7d6f7992ba
პოლს სკოლაში ხირად დავყავდი და დეიდაც აღარ წუხდებოდა. მისვლისთანავე ზარი დაირეკა. მასწავლებელმა დაფასთან გამიყვანა. პოლი ჯერაც არ წასულიყო. კარებიდან ჩუმად იჭყიტებოდა. მეც მას ვუყურებდი თან დაფაზე რაღაცეებს ვწერდი.
უნივერსალი 0d485ce233deade8a9dae01b23445f1c
სკოლიდან მან გამომიყვანა.
ჩვენი ცხოვრება ასე გრძელდებოდა. დილით სკოლაში მივდიოდით, მერე რომ გამოვდიოდით პოლის მეგობარ ნიკს ვხვდებოდით, სახლში მაცილებდნენ შემდეგ კი ნიკის სახლში მიდიოდნენ. მაგრამ ზოგჯერ პოლს თამაში ჰქონდა და სკოლაში ნიკი მატარებდა თუ დეიდას არ ეცალა. ნიკი ჩემი მეორე ძმა იყო. მას პოლისგან არაფრით განვასხვავებდი. ორივე სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მე გავიზარდე, ისიც გაიზარდა. სკოლა დაამთავრა და იქაც ვეღარ ვხვდებოდით ხოლმე. ამ ბოლო დროს კი სახლშიც აღარ გვსტუმრობდა, მაგრამ როგორ გვესტუმრებოდა ის ხომ ახლა საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. პოლსაც ნაკლები დრო დარჩა ჩემთვის ის ახლა კოლეჯში სწავლობს. მე კი უკვე 17 წლის ვარ. ახალ სკოლაში გადავდივარ, რომელიც ჩვენი სახლიდან ძალიან შორს არის. ახალი სკოლა ეს იყო ჩემთვის ახალი ცხოვრების დაწყება, რომელიც სულაც არ მინდა რომ დაიწყოს. მე ძველი ცხოვრებითაც დავკმაყოფილიდები.




Last edited by Admin on Mon Mar 18, 2013 6:24 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSun Mar 17, 2013 11:11 am

wow!!!! gaagrdzele
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSun Mar 17, 2013 1:00 pm

madloba rom mogwons nini. dges albat ver davwer magram xval aucileblad daavwer da davdeb..
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeWed Mar 20, 2013 9:43 am

თავი 3
დილით დეიდამ გამაღვიძა, თვალები მოვჭუტე, მერე რამოდენიმეჯერ დავახამხამე და ფანჯარას გავხედე. მერე დეიდას მივუბრუნდი
-დილა მშვიდობისა დეიდა
-დილა მშვიდობისა ეშლი.
-დეიდა დღეს სკოლაში როგორ წავიდე? კარგი ამინდია მართალია მაგრამ ფეხით ქალაქის მეორე ბოლომდე ვერ გავალ.
-და მერე ვინ გთხოვს ფეხით წასვლას?
-აბა როგორ წავიდე? აჰ რა თქმა უნდა ავტობუსი რისთვის არის?
-ავტობუსი არის იმათთვის ვისაც მანქანა არ ყავს
-და მერე მე რა ვთქვი?
-ეშლი, მისმინე შენ წახვალ შენი მანქანით
-და რომ არ მყავს?
-იცი რა ეშლი ჯობს ფანჯრიდან გადაიხედო. - ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე, თბილი ლოგინიდან ადგომის სურვილი არ მქონდა, თან უხასიათოდ ვიყავი. ფანჯრამდე დეიდამ მიმაცილა. გადავიხედე და ვხედავ შავ მანქანას
-დეიდა ეს რა არის?
-მანქანა შენია ეშლი.
-ჩემი? ალბათ ხუმრობ
-არა არ ვხუმრობ მართლა შენია.
-რაა? დეიდა მანქანა მიყიდე?
-ხო ეშლი გიყიდე. - გახარებული მივვარდი დეიდას და ჩავეხუტე.
-კარგი კარგი ეშლი ახლა ჩაიცვი და ახალ სკოლაში ახალი მანქანით წადი.
ძალიან ბედნიერი ვიყავი. 1 საათი ტანსაცმელს ვარჩევდი, ბოლოს რაღაც სისულელეზე შევჩერდი, მერე ქვემოთ ჩავირბინე და დედიას ყავა გამოვგლიჯე რომელიც ჩემთან უნდა ამოეტანა თუ არ ჩამოვიდოდი.სამზარეულოში შევედი და მაცივრიდან ნამცხვრის ნაჭერი გამოვიღე. საუზმეს რომ მოვრჩი ყველაფერი გავრეცხე და ახალი მანქანის სანახავად გავედი. ძალიან მომეწონა. მერე ისევ შინ დავბრუნდი, ჩანთა ავიღე და კვლავ გარეთ გავედი.
მანქანას მივუახლოვდი და კარები გავაღე.
Spoiler:
დაახლოებთ 25 წუთის შემდეგ, დიდ აბრაზე ამოვიკითხე სკოლის სახელი. მანქანა იქვე გავაჩერე, გადმოვედი და ჩავკეტე. რამოდენიმეჯერ კიდევ გადავამოწმე, რომ გამეგო რამდენად სწორად ჩავკეტე. მერე ქუჩის მეორე მხარეს გადავედი.
Spoiler:
სკოლის შენობა არც ისე დიდი იყო. ეზოში ბავშვები ირეოდნენ. მე როგორც ახალს, ყველა მომშტერებოდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, გავწითლდი, თნ ვფიქრობდი
"ნუთუ ჩემს მეტი არავინ გადმოსულა? რა ყველა მე მომაშტერდა?"
უცებ ჩემთან ერთი გოგო მოვიდა.
Spoiler:

საერთოდ კარგი გოგო უნდა ყოფილიყო და იმედი მქონდა მას დავუმეგობრდებოდი.
-უკაცრავად, თქვენ ეშლი ხართ?
-დიახ, და თქვენ?
-მე ვარ ქეით ჯონსი, მეც ახალი ვარ და ვიფიქრე იქნებ ახლებმა ერთმანეთს კარგად გავუგოთთქო. მართალი გითხრა ყველა შენზე საუბრობს.
-ძალიან კარგი, დანახვისთანავე მივხვდი რომ დამეგობრებას შევძლებდით. ჰო, რაც შეეხება იმას რომ ჩემზე ყველა ლაპარაკობს ეს არის საშინელება, ამ დროს თავს უხერხულად გრძნობ, წითლდები და კიდევ რა ვიცი....
-მართლა? მე კიდე შენს ადგილას ყოფნა მსურდა.
-არა, არა რას ამბობ, ეს ხომ სრული კოშმარია.
ქეითმა გაიცინა, ამ დროს ზარიც დაირეკა და რუკის დახმარებით როგორღაც კლასში შევედით. ქიმიის მასწავლებელმა კლასს ჩვენი თავი გააცნო:
-ბავშვებო ესენი დღეიდან თქვენი მოსწავლეები იქნებიან. - მერე ჩვენ მოგვიბრუნდა -ხომ არ აჯობებს საკუთარი თავი თვითონ წარუდგინოთ?
-დიხ, დიახ რა თქმა უნდა - ვუპასუხე და დავიწყე
-გამარჯობათ ბავშვებო, მე ეშლი სმიტი ვარ. იმედია ერთმანეთს კარგად გავუგებთ. - ყბედი არ ვიყავი და ჩემი სათქმელი მალევე დავამთვრე, თუმცა ქეითს დაველოდე
-გამარჯობათ, მე ვარ ქეით ჯონსი, გადმოვედი ფორკსის საშუალო სკოლიდან, ეს სკოლა ძალიან მომწონს, უკვე მყავს ერთი მეგობარი ეშლი. მინდა თქვენთანაც კარგი საერთო ენა გამოვნახო..
-კარგით გოგონებო, შეგიძლიათ შუა რიგის ბოლო მერხზე ერთად დასხდეთ.
შეპასუხების გარეშე ჩვენი ადგილები დავიკავეთ. სანამ ბოლო მერხამდე მივიდოდით ქეითმა მკითხა:
-ძალიან ხომ არ გამიგრძელდა სიტყვა?
-არა, კარგი იყო, ცოტა კიდევ რომ დაგემატებინა უკვე გააფუჭებდი.
ქეითმა გაიღიმა, ჩანთა მოიხსნა და მერხზე დადო. ის თემა რასაც ეხლა ხსნიდა ბატონი ჯონი მე უკვე ნასწავლი მქონდა. გაკვეთილი მალე დამთავრდა. მე და ქეითი დავმეგობრდით. გადიოდა დრო და ჩვენს შორის მოგობრობა უფრო და უფრო იზრდებოდა. სულ ერთად ვიყავით, ერთად ვსეირნობდით
ძალიან მაგრად ვერთობოდით, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა რაც ქეითის ძველი მეგობრები გამოჩნდნენ.



Last edited by Admin on Sun Apr 21, 2013 8:23 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeWed Mar 20, 2013 9:47 am

ბავშვებო რაც წაიკითხეთ მოგეწონათ? აქ შევწყვიტო თუ გაგრძელებას დაელოდებით?
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeFri Mar 22, 2013 6:40 am

თავი 4
ერთ დღეს მე და ქეითი წვეულებაზე დაგვპატიჟეს. რა თქმა უნდა ერთად წავედით.
იქ ძალიან კარგად გავერთეთ. ბოლოს ძალიან დავიღალეთ და მაგიდას შემოვუსხედით. ათას რამეზე ვსაუბრბდით. უცებ ქეითი შეკრთა და თქვა.
-არა.. ღონდ ეს არა.
-რა მოხდა?
ამ დროს ქეითს ვიღაცამ დაურეკა. ის არ პასუხობდა.
მერე მე მომიბრუნდა და მითხრა.
-ეშლი მისმინე ახლავე სახლში წადი და გარეთ გამოსვლა არც კი გაიფიქრო.
-რაა? ქეით ვინ არის? - ამ სიტყვებზე ტელეფონი გამოვგლიჯე და ვუპასუხე.
-ალო, ალო, - რამოდენიმეჯერ გავიმეორე, პასუხი არავინ გამცა, ამიტომ გავთიშე. 2 წუთში კიდევ ერთი ზარის ხმა გაისმა, მაგრამ ამჯერად ქეითმა უპასუხა.
-ალო
-ქეით მე ვარ.
-ემილი შენ ხარ?
-ხო მე ვარ.
-და ჩემგან რა გინდა?
-შენგან არაფერი, უბრალოდ შენი დაცვა მინდა.
-ჩემი?
-ხო შენი და შენი მეგობრის.
-ემილი მისმინე ეშლის არაფერი დაუშავოთ თორემ მოგკლავთ.
-ხომ გითხარი თქვენი დაცვა მინდათქო.
-აჰ, ძალიან სასაცილოა იცი რა ემილი თავს ჩვენ თვითონაც კარგად დავიცავთ. - ეს უთხრა და განერვიულებულმა ტელეფონი გათიშა.
-ქეით რა მოხდა? - არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ხელები გააქნია და სახლში გავარდა. მეც უკან ავედევნე მაგრამ ის ერთი თვალის დახამხამებაში აორთქლდა. 10-ჯერ მაინც დავურეკე მააგრამ არ აიღო ყურმილი. მის სახლში მივედი. იქ არავინ დამხვდა, გამობრუნება გადავწყვიტე როცა ვიღცამ დამიძახა
-ეშლი მაპატიე ამას რომ ვაკეთებ
ქეითის ხმას მივამსგავსე, ვერ ვხვდებოდი ამას რატომ მეუბნებოდა, ხმას გავყევი და აივანზე გავედი.
-ქეით რა გჭირს? რა უნდა გაპატიო ვერ ვხვდები. რას აკეთებ?
-ეშლი... - უკან არც კი გამოუხედავს, შემდეგ კი მოვიდა ჩემთან და მთელი ძალით გულში ჩამიკრო. მომეჩვენა თითქოს მის ძალებთნ შედარებით უძლური ვიყავი..
-ქეით მითხარი რა უნდა გაპატიო?
-ეშლი, შენამდე მე ბევრი მეგობარი მყავდა, მათ შორის ემილი, ჰოლი და ალეკი.
-და მერე რა? ჩვენი მეგობრობა ხომ ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია.
-ხო, ხო, ვიცი და მაგიტომ გიყვები დღეს ამას. მოკლედ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ აღმოვაჩინე რომ ისინი იყვნენ.. -ეს თქვა და ცრემლი წამოუვიდა.
-ისინი იყვნენ ისინი ვინც დღეს მე ვარ.
-ქეით ვერაფერი გავიგე, ვინ ხარ დღეს შენ?
-ვამპირი.
-ჰაჰ, ჰაჰ. და ამ ზღაპრებს რატომ მიყვები? ქეით მეც და შენც ამ ასაკიდან გამოვედით.
-ეს არ არის ზღაპარი. მათ მე მომაქციეს სხვა ვამპირებისგან დასაცავად.
-და დღეს რატომ მიყვები ამას?
-იმიტომ, რომ მათ უნდათ ჩემი წამოსვლის გამო შური იძიონ. ემილი მე დამეხმარება, მათ უნდათ რომ შენც მოგაქციონ, მათ ჩემთან ბრძოლა უნდათ, და კარგად იციან რომ არავის მივცემ უფლებას გავნონ.
-ქეით ვერაფერი გავიგე.. შენ რა არ ხუმრობ? მართლა ვამპირი ხარ? ქეით ძალიან მაშინებ.
-ვიცი, ვიცი ასე პირდაპირ არ უნდა მეთქვა. მოკლედ თუ ისინი მოგაქცევენ მე და შენ ვეღარ ვიმეგობრებთ.
-რატომ?არაფერი არ მესმის..
-ჩვენ ვამპირებს არ შეგვიძლია ვინმეს დავუმეგობრდეთ და შევიყვაროთ, რადგან გული არ გვაქვს. მართალია მე სხვა ვამპირებს არ ვგავარ არც ცივი სხეული მაქვს და არც წითელი თვალები, მაგრამ მეც ისეთი ვარ როგორებიც ისინი, მაგრამ მე შევძელი შენთან მეგობრობა, შენთნ გატარებული ყოველი წამი მავიწყებს იმას რომ მე ვამპირი ვარ. და ამიტომ შენ რომ დაგკარგო ალბათ თავს ვერ ვაპატიებ, ამას არ დავუშვებ. მე მათ შევებრძოლები, თუ ამით შენ გიშველი.
-მორჩი ქეით შენს სათქმელს?
-კი.
-მაშინ ახლა მე ვიტყვი. მომეწონა, მშვენიერი ზღაპარია პატარების მოსატყუებლად, მაგრამ მე ვერ მომატყუებ. იცოდე რომ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ. შენ ხარ ისეთივე ადამიანი როგორიც მე. არასდროს არ მიგატოვებ. სიკვდილის ბოლო წუთამდე შენთან ვიქნები. - ამ სიტყვებზე ხელი ავწიე, მერე მისი ხელი ჩემს ხელს მივადე და ვუთხარი
-ჩვენი მეგობრობა ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია.
ამაზე ქეითმა ტირილი დაიწყო.
-და თუ მართლა ვამპირი ხარ, მაშინ რატომ ტირი???
-ჩვენ შეგვიძლია ტირილიც, სუნთქვაც, მოძრაობაც, ყველაფერი გარდა მეგობრობისა და სიყვარულისა, რომელიც მე შევძელი.
-ჰმ... ქეით შენ შენსას არ იშლი? ვერ დამარწმუნებ რომ ვამპირი ხარ.
ამ სიტყვებზე ქეითმა ხელში ამიტაცა, ზურგზე მომიგდო, ფანჯრისკენ გაიქცა და გადახტა. მეგონა მოვკვდებოდი, ძლიერად ვეჭიდებოდი მას. ის კი ხეებზე დაძრწოდა და ხმამაღლა იცინოდა.
-ქეით გაგიჟდი? რა გჭირს?
-ახლა მაინც დამიჯერებ?
-დაგიჯერებ, ქეით თუ სახლში მიმაბრუნებ..
-არა ახლა ემილისთან მივდივართ.
"ეს სრული სიგიჟეა. რა, მე მართლა ვამპირის საუკეთსო მეგობარი ვიყავი?"
ვფიქრობდი და ქეითს უფრო ძლიერად ვეკვროდი. ორ წუთში ვიყავით ვამპირის სახლში, სადაც საფრთხე მუდმივად მელოდა.


Last edited by Admin on Sun Apr 21, 2013 8:23 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeFri Mar 22, 2013 1:03 pm

simartle gitxra motxrobis wera ro daiwye sul sxvanairi megona ) ufro sikvarulze megoneboda
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeFri Mar 22, 2013 2:06 pm

araa eg chemi stili araa :D:D:D me ufroo vampirebi, maqciebi da ase shemdeg :)) ise motxroba mogwons?
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeFri Mar 22, 2013 4:59 pm

ki
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeFri Mar 22, 2013 9:22 pm

bavshveboo vinc kitxulobt minda gagafrtxilot rom gadavwyvite qeitis roli sxvas movargo radgan miley warmoudgenlad mechveneba vampiis rolzee
Back to top Go down
Megan

Megan


Posts : 655
Age : 25
Location : ბათუმი
Join date : 10.03.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSat Mar 23, 2013 5:31 am

xo albat martalixar
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeSat Mar 23, 2013 7:49 am

tavidan esetis dawera arc mqonda gegmashi da exla ise wavida saqme rom ese gamovida da miley da vampiri? ubralod chemtvis warmopudgenelia,
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeMon Mar 25, 2013 12:27 pm

თავი 5
-ქეით ამ სახლში არ შემოვალ.
-ეშლი შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და მე შენი დაცვა მინდა.
-გინდა ვამპირების ბუდეში შემიყვანო, სადაც ყველას ჩემი მოკვლა უნ... -სიტყვა არ დამამთავრებინა, საჩვენებელი თითი მაჩვენა და მითხრა:
-ჩუ, ცდები ვამპირების არა ვამპირის და იქ საფრთხე არ გემუქრება, შენი მოკვლა კი არა შენი დაცვა გვინდა. ამ დროს კარი ერთმა გოგომ გააღო.
-ეშლი ეს ემილია.

Spoiler:
-ვაუ. - გაოცებისგან პირი დავაღე, ის ძალიან ლამაზი იყო, მე კი უშნო და სხვანაირი მეგონა.
-ქეით.... -ემილი ქეითს ძლიერად ჩაეხუტა, შემდეგ კი მე მომიბრუნდა -ეშლი როგორ ხარ?
-არც ისე კარგად. - მოკლედ მოვუჭერი. ჩემი თავის არ მესმოდა ასე რატომ ვიქცეოდი, მათ ხომ უბრალოდ ჩემი დაცვა უნდოდათ, მაგრამ რომ არა ემილი მე და ქეითი ისევ ერთად ვიქნებოდით, მაგრამ აგრეთვე ემილი რომ არა თავს ისე დაგვესხმებოდნენ ალეკი და ჰოლი ეშლი თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებდა.
-ეშლი სისულელეებით ნუ იჭედავ თავს. მართალი ხარ რომ არა ემილი ალეკი და ჰოლი თავს ისე დამესხმებოდნენ ვერაფერსაც კი ვერ გავიგებდი.
-შენ რა ჩემს აზრებს კითხულობ?
-ეშლი შინ შემოდი.
-ჰმმმ...- ღრმად ჩავისუნთქე და ვამპირის ბუდეში ფეხი შევდგი. ძალიან მეშინოდა მაგრამ მე მყავდა საუკეთესო მეგობარი ქეითი, რომელიც ჩემ თავს არავის დააჩაგვრინებდა.
შევედი თუ არა ემილიმ კარები დაკეტა და მითხრა.
-შენი ოთახი მეორე სართულზეა.
-ცდები ემილი, მე აქ არ გადმოვსახლებულვარ ახლავე წავალთ მე და ქეითი.
-მე არასოდეს ვცდები..
-ხო, ხო გეტყობა, შეიძლება სხვა დროს არა მაგრამ დღეს ნამდვილად შეცდი.
-ხომ გითხარი არ ვცდები-თქო, გაგიმეორო? -ყვირილით მითხრა. ემილი ცოტა გამინაწყენდა ჩემი სითავხედის გამო, კბილები დაკრიჭა, ოდნავ მოიხარა და ეს ეს იყო უნდა მოვეკალი რომ ქეითმა ემილს მხარი ძლიერად გაჰკრა და შორს გადააგდო.
-ეშლი ჩქარა შენს ოთახში ადი.
-მე აქ არ მაქვს ოთახი.
-მეორეზე ადი და იქ შედი სადაც ემილიმ გითხრა. - მიყვირა ქეითმა.
-ქეით, შენ რა მიყვირიხარ კიდეც? -წყნარად მივმართე, მაგრამ განაწყენებული ვიყავი. ეს ქეითმა შეამჩნია, ის ხო ჩემს აზრებს კითხულობდა.
მერე ჩემთნ მოვიდა და მითხრა
-ეშლი მაპატიე.
ახლა ცოტა აგრესიული გავხდი და ვუთხარი
-ხო, ხო გაპატიო, იქნებ მცემო და მერე იმის პატიებაც მომთხოვნო.
-ეშლი რა გჭირს? - მკლავებზე ძლიერად მომკიდა ხელი მე კი ცრემლები მცვიოდა.
-ქეით, წასვლა მინდა, მინდა ისევ ვიყო სახლში შეთან ერთად. პოლის ნახვა მინდა, ვერ ვეგუები იმას რომ ვამპირების სახლში უნდა ვიცხოვრო.
-ქეით მაპატიე, გთხოვ ადი მაღლა.
-არა ქეით მე მხოლოდ შინ მინდა.
ქეითმა ხელი ძლიერად მომკიდა კარი გახსნა და სახლში წამიყვანა, შინ არავინ იყო.
-ხომ ეს გინდოდა.. მე ვეღარ დაგიცავ, დაე გახდი ალეკის და ჰოლის ლუკმა.
ამ სიტყვებზე სულ გადავირიე და ქეითს ვუთხარი
-ქეით ჩემს ცხოვრებაში რატომ შემოჭერი? ამ საფრთხეში შენს გამო ვარ. - თან ვტიროდი და სიტყვებს ვყლაპავდი. ქეითის სახეზე დამწუხრება მოვიკითხე. მან ერთხელ შემომხედა მაკოცა და ნელი ნაბიჯით დატოვა ჩემი სახლი. მოგვიანებით კი მივხვდი თუ რა სისულელე ჩავიდინე. სახლში მარტო მეშინოდა, დივანზე ვიწექი და გაუთავებლად ვტიროდი, უცებ ჩემს წინ ორი ადამინი იდგა, გოგო და ბიჭი, ორივეს სისხლივით წითელი თვალები ჰქნოდათ და თეთრი სხეული, ისინი ჰოლი და ალეკი იყვნენ და ჩემს მოსაკლავად მოვიდნენ. ახლა კი ძალიან დიდი შიში ვიგრძენი და გარეთ გავიქეცი, მივრბოდი იმ ადგილას სადაც ემილი და ქეითი იყვნენ. სისხლისმსმელი ვამპირები კი არ მომყვებოდნენ, თან და თან უკან ვიხედებოდი და მათ ვეძებდი მაგრამ ისინი არ ჩანდნენ. ცოტა ხანში ტყში შევედი, ხან სად წავედი და ხან სად, გზა ამებნა, თან გარეთ წვიმდა, ძალიან დავიღალე და მხოლოდ ისღა ვიგრძენი, რომ წავიქეცი და თავი რაღაცას ძლიერად დავარტყი.


Last edited by Admin on Sun Apr 21, 2013 8:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeMon Mar 25, 2013 12:32 pm

bavshvebo 6 tavi dawerili maqvs da tu mogwont davdeeb :))
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeMon Mar 25, 2013 3:30 pm

gavagrdzelo tu ar mogwont ????
Back to top Go down
ashley_fan

ashley_fan


Posts : 10
Age : 23
Join date : 07.03.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeTue Mar 26, 2013 10:47 am

gaagrdzleee, dzaan magariaa.. momwons.. velodebi imedia dges dadeb 6 tavs.....
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitimeTue Mar 26, 2013 11:27 am

ashley_fan wrote:
gaagrdzleee, dzaan magariaa.. momwons.. velodebi imedia dges dadeb 6 tavs.....
madlob rom mogwoons :)) davdeb exlaa :***
Back to top Go down
Sponsored content





უნივერსალი Empty
PostSubject: Re: უნივერსალი   უნივერსალი Icon_minitime

Back to top Go down
 
უნივერსალი
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
Twilight Georgian Fan ! ! ! :: სხვადასხვა თემები: :: თავისუფალი თემები :: ჩვენი ნაწარმოებები-
Jump to: