Twilight Georgian Fan ! ! !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.


We Love Twilight Saga!!!
 
HomeLatest imagesSearchRegisterLog in
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Latest topics
» tyis shvilebi
სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeMon Feb 24, 2014 1:38 pm by Admin

» Twilight Vs Harry Potter
სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeSun Jun 16, 2013 4:00 pm by Admin

» აბა თქვენ იცით :*
სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeSun May 19, 2013 6:27 pm by gvanca_1Dfan

» ახალი დიზაინი ფორუმს
სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeThu May 16, 2013 9:46 am by gvanca_1Dfan

» ქრისტე აღსდგა.
სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeMon May 06, 2013 6:46 pm by Admin

» ბინდის გადმოსაწერი ლინკები ქართულად!!!
სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeSat May 04, 2013 9:07 am by Admin

» B.F.F // ანუ საუკეთესო მეგობარი !
სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeThu May 02, 2013 11:26 am by gvanca_1Dfan

» Ashley Greene vs Zayn Malik
სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeThu May 02, 2013 6:41 am by Admin

» იუბილარი მსახიობები...!
სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeTue Apr 30, 2013 2:21 pm by Mrs.Overstreet

Poll
მოგწონთ ახალი დიზაინი?
1)კი
სიუჟეტი (განთიადი)  Vote_lcap100%სიუჟეტი (განთიადი)  Vote_rcap
 100% [ 3 ]
2არა
სიუჟეტი (განთიადი)  Vote_lcap0%სიუჟეტი (განთიადი)  Vote_rcap
 0% [ 0 ]
3)კი, მაგრამ ძველი ჯობდა.
სიუჟეტი (განთიადი)  Vote_lcap0%სიუჟეტი (განთიადი)  Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3

 

 სიუჟეტი (განთიადი)

Go down 
AuthorMessage
Admin
Admin
Admin


Posts : 661
Age : 23
Join date : 14.02.13

სიუჟეტი (განთიადი)  Empty
PostSubject: სიუჟეტი (განთიადი)    სიუჟეტი (განთიადი)  Icon_minitimeThu Mar 07, 2013 10:59 pm

წიგნი პირველი (ბელა)

როგორც იქნა ბელა და ედვარდი დაქორწინდნენ და გადაწყვიტეს თაფლობის თვე სამხრეთ ამერიკაში ედვარდის მშობლების კუთვნილ კუნძულზე გაატარონ. იმის მიუხედავად, რომ ბელა კვლავ ადამიანია ის ახერხებს ედვარდის დაყოლიებას ფიზიკურ კონტაქტზე რითაც თავს დიდ საფრთხეში იგდებს. კუნძულზე ცხოვრების ორი კვირის შემდეგ ბელა ხვდება, რომ ის ფეხმძიმედაა და შვილს ელოდება ვამპირისაგან...

წიგნი მეორე (ჯეიკობი)

ჯეიკი ხროვის წევრებისაგან იგებს, რომ ბელა საშინლად ავადმყოფობს და კალენები მას კარანტინში ამყოფებენ. ის ფიქრობს რომ ეს ტყუილია და ედვარდმა მისი მეგობარი უკვე ვამპირად აქცია. ჯეიკობი მალევე შეიტყობს ბელას ავადმყოფობის მიზეზს და მთელი გულით იძულებს ნაყოფს რომელიც სისხლს სწოვს იზებელას. ხროვა წყვეტს, რომ ნაყოფი რომელიც ბელა სუონის მუცელში იზრდება შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ფორკსის მაცხოვრებელთათვის ამიტომ ის უნდა განადგურდეს ვიდრე დაიბადება. როდესაც ჯეიკი აცნობიერებს, რომ ბელა უნდა მოკლან მისმა მეგობრებმა რათა არ დაიბადოს ედვარდისა და ბელას შვილი ტოვებს სემის ხროვას და მიდის რათა დაიცვას კალენები. ჯეიკობს გამოყვა სეთ ქლიაუტერი რადგან მას კარგი ურთიერთობა აქვს კალენების ოჯახთან. როდესაც სეთი შეუერთდა ჯეიკის ხროვას მისმა დამ ლეამაც არ დააყოვნა და მას მიჰყვა. ამის შემდეგ ჯეიკის სამი მაქციისაგან შემდგარმა ხროვამ კალენების სახლის გარშემო პატრულირება დაიწყეს, რათა ბელა დაეცვათ. მეორე წიგნის ბოლოს ბელას ეწყება მშობიარობა ნაყოფი მას შუაზე გლეჯს, ამიტომ ედვარდი ცდილობს თავისი ნერწყვით მანამ შეუხორცოს ჭრილობები თავის ცოლს სანამ სისხლისაგან დაიცლება, ბელა უკვე გონებას კარგავს და ედვარდი გადაწყვეტს ის გარდაქმნას. გულში ნემსით შეყვანილი ვამპირის შხამი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ბელა ვამპირად აქციოს.

წიგნი მესამე (ბელა)

რამდენიმე დღიანი ძლიერი ტკივილის შემდეგ ბელა გონს მოდის და სამყაროს ვამპირის თვალით ხედავს. პირველი რასაც იგი ამჩნევს არის სპექტრის მერვე ფერი რომელსაც მანამდე ვერ აღიქვამდა. ედვარდი შესთავაზებს სანადიროთ წავიდნენ რათა მათი ნახევრად ვამპირი ნახევრად ადამიანი შვილის ნახვისას ბელა სისიხლის სუნმა არ შეაცდინოს. პირველ ნადირობაზე ახალშექმნილი იზაბელა პუმას მოინადირებს. ნადირობის პროცესში დაბერული ნიავი ადამიანის სუნს მოიტანს რაც ბელას დააბრმავებს და მისკენ გაიქცევა თუმცა შუა გზაში ის გადაიფიქრებს და გაჩერდება. ამან ედვარდი და მთელი კალენების ოჯახი ძალიან გააკვირვა, ის რომ ახალშექმნილი ვამპირი თავს იმორჩილებს და ნადირობას შუა გზაში წყვეტს ძალიან საკვირველია რადგან ამას ხშირად გამოცდილი ვამპირებიც ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ როდესაც ედვარდი დარწმუნდება რომ ბელასათვის რენესმესთან მიახლოვება საშიშროებას არ წარმოადგენს მას სახლში წაიყვანს სადაც ბელა აღმოაჩენს, რომ ჯეიკობი მის შვილ რენესმეზეა აღბეჭდილი, რაც მას გააცოფებს და მდგომარეობიდან გამოიყვანს. ამავდროულად ლორანის მკვლელობაზე გაბრაზებული ირინა ჩამოდის ალასკადან რათა ბოდიში მოუხადოს კალენებს ქორწილში არ მისვლისათვის. თუმცა როდესაც იგი მათ სახლს მიუახლოვდება დაინახავს რენესმეს. მას იგი კალენების მიერ შექმნილი ვამპირი ბავშვი ეგონება და რადგანაც მათი შექმნა აკრძალული იყო, იგი ვოლტურებს შეატყობინებს ამის შესახებ. როდესაც ელისი ხილვაში ნახავს რომ ვოლტურები მათთან ჩამოსვლას აპირებენ რათა გაარკვიონ ბავშვის ამბავი, კალენები გადაწყვეტენ ყველა ნაცნობი ვამპირის მოწმეებად გამოყენებას და ამიტომაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოიწვევენ მათ. კალენების მოწმეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უმალვე მათკენ გამოემართებიან. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება და ვოლტურები კვლავ იტალიაში დაბრუნდებიან. კალენების ოჯახი კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
Back to top Go down
 
სიუჟეტი (განთიადი)
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» განთიადი (ნაწილი 2)–ს გადმოსაწერი ლინკი რუსულად.
» სიუჟეტი (ბინდი)
» სიუჟეტი (დაბნელება)
» სიუჟეტი (ახალი მთვარე)

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
Twilight Georgian Fan ! ! ! :: ყველაფერი Twilight–ის შესახებ :: ყველაფერი ბინდის შესახებ...-
Jump to: